საქართველოს კონსტიტუციური კანონით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა 29 ივნისს დაამტკიცა, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან. შესაბამისად, აქამდე 75 მაჟორიტარული ოლქისა, იქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი 2020 წლის 29 ივნისისთვის მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად. [toggle title=”ყველა ოლქის საზღვრები შეგიძლიათ იხილოთ …
Tag Archives: მაჟორიტარული ოლქები
უმაღლესი საბჭო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების განხილვას იწყებს
მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ საკითხი აჭარის უმაღლეს საბჭოში 5 ან 6 სექტემბერს დარეგისტრირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დეპუტატები შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას უფრო აქტიურ რეჟიმში განიხილავენ და მხოლოდ კომენტარებით აღარ შემოიფარგლებიან. რაც შეეხება ცვლილების მიმართ უმრავლესობის მზაობას, პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს უკვე დაფიქსირებული აქვს …
Continue reading “უმაღლესი საბჭო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების განხილვას იწყებს “
„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის სიის პირველი ათეული – არჩევნები 2017
„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმის საარჩევნო სია უკვე დაარეგისტრირა. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრის, ზაურ გაბაიძის ინფორმაციით, სიის ათეული ასეთია: არჩილ მამულაძე – იგი აქამდე ადვოკატად მუშაობდა. პარტიული სიის გარდა, არის ბათუმის მე-10 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი ელგუჯა პაიჭაძე – პარტიის წევრია, ასევე არის მე-7 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი ფრიდონ ბრეგვაძე – ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრია „პატრიოტთა ალიანსიდან“ ზაურ გაბაიძე …
Continue reading “„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის სიის პირველი ათეული – არჩევნები 2017”
ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარული ოლქების საზღვრები
ამომრჩეველი აჭარაში [ზოგადად ქვეყანაში] მაჟორიტარს, როგორც პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში, აირჩევს შესაბამის ოლქებში, რომელთა საზღვრები შეცვლილია. აჭარის ტერიტორიაზე 6 მაჟორიტარული ოლქია: 68, 69, 70, 71, 72 და 73. 71-ე მაჟორიტარული ოლქი – მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, გარდა ხალას, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქებისა. ეს ადგილობრივი ოლქები შედის N68 [ბათუმის] მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში. 72-ე …
Continue reading “ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარული ოლქების საზღვრები”
ბათუმის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ახალი საზღვრები
მომავალ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქიდან მოსახლეობა არჩევანს სამი [68-ე, 69-ე და 70-ე] მაჟორიტარული ოლქის მიხედვით გააკეთებს. თითოეულ მაჟორიტარულ ოლქში მხოვრები საკუთარ მაჟორიტარს აირჩევს, როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში. ბათუმის 68-ე მაჟორიტარიული ოლქის საზღვარი იწყება ქობულეთის სოფელი ციხისძირიდან. ის მოცავს სოფლებს: ციხისძირს, შუაღელეს, ზედა და ქვედა აჭყვას, სტალინის უბანს, …
Continue reading “ბათუმის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ახალი საზღვრები”
უსკო: აჭარის მაჟორიტარულ ოლქებში 306 091 ამომრჩეველია
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 306 091. აჭარაში 6 მაჟორიტარული ოლქია, რომლებსაც 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, ამდენივე ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მოემსახურება: №68, №69, №70 მაჟორიტარულ ოლქებს – №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია [ძირითადი]; №71 მაჟორიტარულ ოლქს – №81 …
Continue reading “უსკო: აჭარის მაჟორიტარულ ოლქებში 306 091 ამომრჩეველია”
დავა მაჟორიტარულ ოლქებზე საკონსტიტუციო სასამართლოში
„საფრთხე არის ის, რომ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა ხელახლა გადააწყოს საარჩევნო მაჟორიტარული ოლქები ასეთი გათვლით: აქ მოვიგეთ, აქ – წავაგეთ. თქვენი გადაწყვეტილება კი იქნება სიგნალი ყველა მომდევნო ხელისუფლებისთვის“ – მიმართა დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ. ის სერგო რატიანთან, როლანდ ახალაიასთან, გიორგი ბარამიძესთან და დავით ბაქრაძესთან ერთად საარჩევნო კოდექსის …
Continue reading “დავა მაჟორიტარულ ოლქებზე საკონსტიტუციო სასამართლოში”