ხათუნა სამნიძე: ქალი ამომრჩეველი ხაზს უსვამს იმას, რომ ქალი ვარ და მათ უფლებებს უფრო დავიცავ

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა სამნიძე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ბათუმში საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ბათუმის #69-ე საარჩენო ოლქში. ხათუნა, რატომ გადაწყვიტეთ, თქვენ, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს კენჭი გეყარათ ბათუმში, ეს მხოლოდ იმითი იყო განპირობებული, რომ ბათუმელი ხართ თუ სხვა სტრატეგიაც აქვს პარტიას? ჩვენ ვიყავით პირველი პარტია, რომელმაც ხაზი გაუსვა …

მაჟორიტარი კანდიდატი: მე იმის კაცი არ ვარ ახლა, რომ ხალხს წინასწარ რაღაცეები დავპირდე

ავთანდილ ხაბაზი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის კანდიდატად პოლიტიკურმა პარტიამ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი“ დაასახელა. ამავე პოლიტიკური ძალიდან იგი ქობულეთის საკრებულოს წევრია. ბატონო ავთანდილ, რის გამო გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა „პატრიოტთა ალიანსიდან“? თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავხდი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი. „ქართულმა ოცნებამ“ დამიწუნა და იმიტომ გადავწყვიტე ასე, ვითომ …

მაჟორიტარი კანდიდატი: დავიბარებთ მერს და მოვთხოვთ პასუხს

ბექა დიასამიძე პარტია „ახალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. პარტიის დამფუძნებელი  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი  გიორგი ვაშაძეა. არჩევნებში  „ახალი საქართველო“ გაერთიანებულია ბლოკში  – „ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“.  რას პირდება დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველს და როგორ წარმოუდგენია მას მოსახლეობის პრობლემების მოგვარება საკანონმდებლო ორგანოდან? ბექა დიასამიძე ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.  ბატონო ბექა, რატომ გადაწყვიტეთ  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის  პარტიაში …

ვინ წარადგენს მაღალმთიან აჭარას პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში

ახალი საოლქო გადანაწილების მიხედვით მაღალმთიან აჭარას სამი მაჟორიტარის ნაცვლად  ერთი მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში. ვინ დაიცავს ქედის, ხულოსა და შუახევის მოსახლეობის ინტერესებს საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში და რას ჰპირდებიან მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობას? საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქედის (მახუნცეთის თემის გარდა), შუახევისა და ხულოს მოსახლეობამ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიოს საქართველოს …

რა ნიშნით არჩევენ პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარობის კანდიდატებს

„პროფესიონალი“, „სუფთა წარსულის მქონე“, „ავტორიტეტული უბანში“, „პარტიული“ – ეს არის იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარობის კანდიდატების შესარჩევად ასახელებენ. კრიტერიუმები არსებობს, კანდიდატები კი – არა. „შერჩევის პროცესში ვართ“, „გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია,“-  გვპასუხობს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია. ამის მიუხედავად, თავიანთი კანდიდატების გამარჯვებაში ისინი დარწმუნებულნი არიან. 2016 წლის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე პოლიტიკურ …

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში. პარლამენტარის მანდატისთვის “ნაციონალური მოძრაობიდან” მიხეილ ბოლქვაძე იბრძოლებს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატობისთვის – ქენან კახიძე. ორივე კანდიდატი დღემდე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქენან დოლიძე “ნაციონალური მოძრაობის” სახელით საკრებულოს მაჟორიტარი წევრი გახდა, მიხეილ ბოლქვაძე კი პარტიული სიით შევიდა საკრებულოში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებს …

Exit mobile version