მეგობარმა ჭამის დროს ესროლა კანონიერ ქურდ „ლოტუ გულს“, ის დაიღუპა – ანადოლუ

თურქული გამოცემა „ანადოლუს“ ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ანტალიაში მოკლეს კანონიერი ქურდი „ლოტუ გული“, იგივე ნადირ სალიფოვი. გამოცემის ინფორმაციით, კანონიერ ქურდს მეგობარმა მაშინ ესროლა თავში, როდესაც ის სასტუმროში საჭმელს მიირთმევდა. მედიის ინფორმაციით, მკვლელი „გულისთან“ ერთად ვახშმობდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გასროლის შემდეგ მიიმალა, თუმცა თურქმა სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს. ვინ არის „ლოტუ გული“ თავად „ლოტუ გული“ საავადმყოფოში გადაიყვანეს, …

„ლოტუ გულის“ და ლავასოღლის გარემოცვას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ათივე პირს, რომელიც გუშინ, 5 ივლისს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, მიშა მუზაშვილის თქმით, ბრალდების მხარეს მათთვის არ გადაუცია მტკიცებულებები, რითაც დაკავებულების ბრალეულობა დადასტურდებოდა. საუბარია ფარულ ჩანაწერებზე. „ამის მიუხედავად სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მოთხოვნა და ათივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა“, – აცხადებს ადვოკატი. …

შსს: დაკავებულია „ლოტუ გულისა“ და ლავასოღლის გარემოცვა – ამოღებულია „ობშიაკის“ თანხა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავების ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კერძოდ, ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებული წითელ ხიდზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული …

ქურდული სამყაროს აჩრდილები

„კანონიერი ქურდობა“, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრობა დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით. „კანონიერი ქურდობისთვის“ გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 10 წელია. ადამიანებს ისევ აკავებენ და ასამართლებენ ამ მუხლებით, თუმცა არსებობს შემთხვევაც, როცა, მაგალითად, „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულ ქვეყნის მასშტაბით ცნობილ „ავტორიტეტს“ ბრალი ვერ დაუმტკიცეს – ის 2017 წლის შემოდგომაზე გამოუშვეს საპატიმრო დაწესებულებიდან. „სკოლა არის საუკეთესო ადგილი, რომ გავიგოთ, რამდენად აწუხებს …

Exit mobile version