როცა ძმები წულუკიძეები მკაცრად დასაჯეს, ჟურნალისტებზე მოძალადეები კი მსუბუქად – 2 მსგავსი საქმე

„ეს არის ორმაგი სტანდარტი: მოჩვენებითად დასაჯეს თავიანთი ზონდერები, ენმ-ს მომხრეები კი, მკაცრად დასაჯეს“, – ეს ადვოკატ დავით ჯაფარიძის შეფასებაა 2 გახმაურებულ საქმეზე, რაზეც უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებები უკვე მიიღო. ორივე საქმე 2021 წლის ამბებს ეხება: „5 ივლისის საქმე“ და „ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის საქმე“. პირველ შემთხვევაში აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს სასტიკად სცემეს, აქციაზე …

ლექსო ლაშქარავა UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში დაამატა

UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში დაამატა. საუბარია 2021 წელს მსოფლიოში მოკლული 55 ჟურნალისტის სიაზე. ამავე სიაში ნათქვამია, რომ ლაშქარავას სიაში შეყვანა ახალი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. აქვე, წერია, რომ ლექსო ლაშქარავას დაღუპვაზე ჯერჯერობით არ არსებობს პასუხი საქართველოს მხრიდან. „მოვუწოდებ [საქართველოს] ხელისუფლებას, რათა მათ უზრუნველყონ, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გამოძიბეა იყოს სრულფასოვანი და გამჭვირვალე,“ – ამბობდა …

„ლექSOSთვის“ – რეგიონული მაუწყებლები პროტესტის ნიშნად 15:00 საათზე სიგნალს წყვეტენ

დღეს 13 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოში რეგიონული მაუწყებლები პროტესტის ნიშნად 10 წუთით სიგნალს გათიშავენ. ეკრანზე იქნება მხოლოდ წარწერა – „ლექSOSთვის“. შეუერთდებიან თუ არა მაუწყებლების პროტესტებს ტელეკომპანია „იმედია“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი? – „ბათუმელები“ ინფორმაციის მიღების მიზნით „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ირაკლი ჩიხლაძეს დაუკავშირდა, თუმცა ის „ბათუმელებს“ ზარებს არ პასუხობს. მან არც ჩვენს ტექსტურ შეტყობინებას უპასუხა. რაც …

ბათუმში დაპირისპირებაა – დააკავეს აქციის მონაწილეეები [LIVE]

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირებაა, წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაიწყო მას შემდეგ, როცა აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლს  წითელი საღებავი შეასხეს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის არიან ბაჩუკი ჩხეიძე და გიორგი კირთაძე, აჭარის ენმ-ის ორგანიზაციის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. აქცია „ლექსოსთვის“ დღეს აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე ორგანიზაციამ დაგეგმა, …

ლაშქარავას გარდაცვალება მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, შემაშფოთებელია – აპატურაი

„ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვის. დემოკრატიის პირობებში, უმცირესობები დაცულია; დაცულია მედია; დაცულია სიტყვის თავისუფლება. ეს ევროატლანტიკური ღირებულებებია. არც ერთი ინსტიტუცია ან ორგანიზაცია არ არის გათავისუფლებული ამ პასუხისმგებლობისგან“, – ასე გამოეხმაურა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი …

აქცია ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გასაპროტესტებლად ბათუმში – Live

თბილისსა და ბათუმში დღეს, 11 ივლისს, 6 საათზე აქციები დაიწყო ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გასაპროტესტებლად. დღეს დილიდან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ითხოვენ პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომას. საქართველოში მოქმედი 70-ზე მეტი მედიასაშუალება კი მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეთ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება საქართველოში მედიის მიზანმიმართულ დევნაზე, ძალადობასა და …

მოვუწოდებთ იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის სიკვდილი – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩოს განცხადებას ავრცელებს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვების შესახებ. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, უპირველეს ყოვლისა ლექსოს დედას, მის კოლეგებს ტვ პირველში და ყველას, ვინც შეძრულია და დამწუხრებულია მისი გარდაცვალებით. ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება ზოგს ის ვერც კი …

“განიხილება ზედოზირების ვერსიაც” – შსს ლაშქარავას გარდაცვალებაზე

შინაგან საქმეთა სამინსიტროში ტვ “პირველის” ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ შსს ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკებით ზედოზირებასაც განიხილავს. შსს მოუწოდებს ლაშქარავას მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის, ლაშქარავას მობილური ტელეფონი. “პირველადი მონაცემებით, გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა თავის მეგობართან ერთად მოპედის საშუალებით. მათ შორის იყო საბურთალოს რაიონი, …

19 ორგანიზაცია ღარიბაშვილის და გომელაურის გადადგომას ითხოვს

19 არასამთავრობო ორგანიზაცია ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, გამოვხატავთ მწუხარებას და გულისტკივილს ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს. ლექსო ლაშქარავა იყო მედიის იმ 50-ზე მეტი წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი, რომლებიც 5 ივლისს …

დააკავებს თუ არა შსს ძალადობის მონაწილე მღვდლებს

შს სამინისტროს ვკითხეთ, მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებები ორი მღვდლის – დიაკონ ნიკოლოზ კუპრეშვილისა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის წინააღმდეგ. ეს ის ორი მღვდელია, ვისთვისაც გამოძიებას წესით კითხვები უნდა დაესვა: ერთ-ერთი მათგანი ღიად მოუწოდებდა ძალადობისკენ, მეორემ კი პირადად სცემა ჟურნალისტს, როგორც ამას დაზარალებული აცხადებს. ტვ პირველის ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას თქმით, 5 ივლისს, „სირცხვილიას“ ოფისის …

Exit mobile version