ბათუმში 2 კვირით ჩაიკეტება ლერმონტოვის ქუჩის მონაკვეთი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 16 ივნისის საღამოს 9 საათიდან 30 ივნისამდე პერიოდში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის ინფორმაციით მიზეზი „საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია“. კერძოდ, ქუჩის ამ მონაკვეთზე „ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის საფარი დაიგება“. ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ ქალაქის მერიამ საუბარი 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს. ამავე მიზეზით ბათუმში …

რატომ იცვლება ლერმონტოვის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი

ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „სამშენებლო სამუშაოების დაწყების წინ, ირგვლივ არსებული საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა უკმაყოფილება ასაშენებელი ბაღის ადგილმდებარეობის გამო“, ამიტომ კორექტირება უნდა შევიდეს პროექტში. ბაღის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვექტორთან“ ხელშეკრულება 1 912 504 ლარზეა გაფორმებული, საიდანაც კომპანიას უკვე გადაუხადეს 527 …

„ხალხს ვკითხავთ“ – საკრებულოს თავმჯდომარე ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებაზე

„ჩემს აზრს ვერ დავაფიქსირებ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე. რიგითი მოქალაქე რომ ვიყო, დავაფიქსირებდი… არ მინდა ვინმე ზეგავლენის ქვეშ მოექცეს,“ – ამბობს სულიკო თებიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. მას ბათუმში ლერმონტოვის ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის, მაკკეინის სახელის მინიჭების შესახებ ვკითხეთ. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრმა, მირდატ ქამადაძემ, ინიციატივა ლერმონტოვის ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებაზე უკვე გააჟღერა. საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე თქვა, რომ …

„ბათუმში ლერმონტოვის ქუჩას მაკკეინის სახელი ეწოდოს“ – საკრებულოს წევრის ინიციატივა

„ლერმონტოვის ქუჩას ბათუმში ეწოდოს სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი“ – ამ ინციატივით ბათუმის საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე გამოდის. ინიციატივის განხილვას იგი ბათუმის საკრებულოში აპირებს. მირდატ ქამადაძე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელია. „ლერმონტოვის ქუჩა იმიტომ, რომ სიმბოლურია ქუჩებისთვის სახელის დარქმევა. ლერმონტოვი არ გამოირჩეოდა ქართველების დიდი სიყვარულით, ეს ცნობილია, ხოლო მაკკეინის დამსახურება საქართველოს წინაშე ყველამ იცის. მარტო ის …

ბათუმში ხუთი სახლი იწვის

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, ხუთი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ხანძარია ასევე ლერმონტოვის ქუჩაზე. ამ ქუჩაზე რამდენიმე საწყობი იწვის. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის დაშავებული არავინ არის და საავადმყოფოში არც ერთი პირი არ გადაუყვანიათ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. სამაშველო და სახანძრო სამსახურში სატელეფონო …

Exit mobile version