დღეს, 12 აგვისტოს, მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა დიდგორობა აღნიშნა ბათუმში. მსვლელობაში მონაწილეობას იღებდა ბიზნესმენი ლევან ვასაძეც. მსვლელობა ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყო და მემედ აბაშიძის ქუჩაზე გავლით იუნკრების საფლავთან გადაინაცვლა. სასულიერო პირებმა, რომლებიც ასევე იღებდნენ მსვლელობაში მონაწილეობას, იუნკრების საფლავთან პარაკლისი გადაიხადეს. მსვლელობას წინ მიუძღოდა რამდენიმე ცხენოსანი და ჩოხებში ჩაცმული კაცები.
Tag Archives: ლევან ვასაძე
სასულიერო პირები აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის წინა ტერიტორიის გასუფთავებას ითხოვენ
ამ წუთებში სასულიერო პირები და ნაციონალისტური დაჯგუფება თბილისში, პარლამენტის წინა ტერიტორიის „გასუფთავებას“ ითხოვენ. ერთ-ერთი სასულიერო პირის, დავით ქვლივიძის თქმით, მან პოლიციას მიმართა, რომ ტერიტორია „გაასუფთავონ“, რადგან „აპირებენ მშვიდობისადმი მიძღვნილი პარაკლისის გადახდას“. დეკანოზი დავით ქვლივიძე: „ჩვენი მიზანი არის ერთი მშვიდობიანი პარაკლისის გადახდა. ეს ადგილი არის თბილისელებისთვის საყვარელი ადგილი და ყველაზე მთავარი აქ იყო ტაძარი ალექსანდრე ნეველის… დაინგრა …
ლევან ვასაძე: ერთი ადვოკატით მივდივარ პოლიციაში, უნდათ მომკლან, უნდათ – ციხეში ჩამსვან
ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ პოლიციაში მისვლას აპირებს ერთი ადვოკატით. „მე მივალ პოლიციაში და მივცემ ჩვენებას, რაც უნდათ ის მიქნან, უნდათ გამაშაონ, უნდათ დამიჭირონ, რაც უნდათ იქ მიქნან… ვინმეს თუ გონია, რომ პოლიციაში იმიტომ მივდივარ, რომ რამეს გავერიდო, იმას ღმერთმა უშველოს. მე რომ აქ დავრჩე, ეს იქნება არეულობის კერა,“ – განაცხადა …