საჯარო სკოლების 64%-ს არანაირი ლაბორატორია არ გააჩნია – კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებული საჯარო სკოლების უმრავლესობას სჭირდება მშენებლობა, რეაბილიტაცია ან რემონტი. 1561 სკოლიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლების 59 პროცენტს სჭირდება სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ან ახლის აშენება. მხოლოდ 28 პროცენტია ახლად აშენებული, გარემონტებული და რეაბილიტირებული. 9 პროცენტში დაგეგმილია რემონტი, რეაბილიტაცია ან მშენებლობა. ხოლო 4 …

ზახაროვამ კიევისა და თბილისის ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე ისაუბრა და აშშ დაადანაშაულა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ უკრაინა და აშშ ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასა და ფლობაში დაადანაშაულა და აშშ-სგან საჯარო განმარტებები მოითხოვა. მისი თქმით, რუსეთი ითხოვს შეერთებული შტატებისგან უკრაინის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში განხორციელებული საქმიანობის დეტალებს. ზახაროვამ იქვე დასძინა, რომ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის საწინააღმდეგო სამხედრო ბიოლოგიური მოქმედებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გარკვეული ზომების მიღება, მათ შორის, კონვენციის მე-5 და …

დააკავეს ონლაინრეალიზატორი, ამოღებულია 1.2 მილიონის ნარკოტიკი და ლაბორატორიული ინვენტარი

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, …

აჭარაში 20 საჯარო სკოლა ფიზიკის ელექტრონული ლაბორატორიით აღიჭურვა

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობისა და საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს საჯარო სკოლების ფიზიკის ელექტრონული ლაბორატორიით უზრუნველყოფას. აღნიშნული ლაბორატორია საშუალებას აძლევს მოსწავლეს, პრაქტიკული, რეალური ექსპერიმენტის დროს მიღებული მონაცემები ასახოს ვირტუალურ ლაბორატორიაში, გაანალიზოს შედეგები და გამოიტანოს სათანადო მეცნიერულად არგუმენტირებული დასკვნები. 2020 წელს 10 საჯარო …

რა უნდა ვიცოდეთ ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ

ვისთვის და რატომ არის საშიში ტყვიით მოწამვლა? ტყვიით მოწამვლა საყურადღებო სამედიცინო პრობლემაა. ტყვიით მოწამვლა ყველაზე საშიში და დამაზიანებელია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან ტყვია განვითარებად ტვინს მეტად აზიანებს. საიდან ხვდება ტყვია ორგანიზმში? ტყვია მეტალია და ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ მეტალის ნივთებში გვხვდება. სინამდვილეში ტყვიას შეიძლება ნებისმიერი რამ შეიცავდეს, მაგალითად, მტვერი, კედლის საღებავი,სათამაშოები, ჭურჭელი, მიწა, სასმელი …

მერლაბი – ფართო სპექტრის სამედიცინო-კვლევითი ლაბორატორია ბათუმში

სამედიცინო კვლევითი ლაბორატორია „მერლაბი“ ბათუმში უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს. ლაბორატორია თურქული კომპანიის ფილიალია საქართველოში. აქ იშვიათი კვლევები ტარდება ძვირადღირებული აპარატურის მეშვეობით, რის შესახებაც საქართველოს მოქალაქეებს ინფორმაცია ნაკლებად აქვთ. პაციენტები ხშირად მეტ დროს, ფინანსებსა და ძალისხმევას ხარჯავენ, რათა თურქეთში ჩაიტარონ ზუსტად იგივე კვლევები, რასაც ბათუმში, „მერლაბში“ ბევრად უფრო ხელმისაწვდომი პირობებით შესთავაზებენ. საჭიროების შემთხვევაში ანალიზები კვლევითი ლაბორატორიიდან …

„ინტერმედიკა“ – ადგილი, სადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას ერთ სივრცეში აგვარებენ

მრავალპროფილური ამბულატორიული კლინიკა „ინტერმედიკა“ ბათუმსა და აჭარის რეგიონს უკვე შვიდი წელია სთავაზობს ჯანმრთელობის სხვადასხვაგვარი პრობლემის ერთ სივრცეში მოგვარებას. როგორც კლინიკის დირექტორი, ენდოკრინოლოგი თამარ ცხომელიძე ამბობს, კლინიკა მეგობრებმა დააარსეს 2011 წელს. სამედიცინო სივრცის მრავალფუნქციურობა თავიდანვე მათი კონცეფციის ძირითადი ნაწილი იყო. ულტრაბგერითი კაბინეტი, ენდოკრინოლოგია, გინეკოლოგიური კაბინეტი, მამოლოგია, უროლოგია, ანდროლოგია, ენდოსკოპია, გასტროენტეროლოგია, ნევროლოგია და რეაბილიტაცია, ფსიქიატრია და ფსიქოლოგია, …

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევის ლაბორატორია წლის ბოლოს ამოქმედდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ახალ საკვებ ლაბორატორიას დაათვალიერებენ. ლაბორატორიის ხელმძღვანელის რამაზ სურმანიძის თქმით, ლაბორატორიაში ახალი აპარატურა აქვთ შემოტანილი და მაისიდან ლაბორატორიის აკრედიტაციის პროცედურები დაიწყება. „წლის ბოლოდან კი კვლევების ჩატარებას ვგეგმავთ,“ – ამბობს ის. გენმოდიფიცირებული პროდუქტები გამოსაკვლევად ლაბორატორიაში შემოსავლების სამსახურიდან და საბაჟოდან გაიგზავნება. რამაზ სურმანიძის …

Exit mobile version