ბათუმელი მოკრივე სტუდენტი საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

ბათუმელი სტუდენტი ლანა ბოლქვაძე საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ლანა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტია. იგი საქართველოს ორგზის ჩემპიონია კრივში. საქართველოს კრივის ფედერაციის ცნობით, საბერძნეთში გამართულ ტურნირზე წარმატება მოიპოვეს სხვა ქართველმა სპორტსმენებმაც. 48 კგ. წონით კატეგორიაში რაჰიბა ისმაილოვა საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა, მან გადამწყვეტ შეხვედრაში ბერძენი მოკრივე …

18 წლის მოკრივე გოგო ბათუმიდან: ჩემი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა – VIDEO

„ყველა ბრძოლა ნოკაუტით მაქვს მოგებული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 18 წლის ლანა ბოლქვაძე, რომელიც უკვე ორგზის საქართველოს ჩემპიონია კრივში. წელიწად-ნახევარში ლანა ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მისი მთავარი მიზანი ოლიმპიადაზე გამარჯვებაა:„მიზანი გაძლევს ძალას, მოტივაციას და ყველაფერს. რთულია, მაგრამ ვინც მოდუნდება, ის ვერ მიაღწევს წარმატებას.“ ლანა ამბობს, რომ სპორტი ბავშვობიდან მოსწონდა. ბევრი სახეობა მოსინჯა, დადიოდა მძლეოსნობაზეც, სადაც მიაღწია …

17 წლის ბათუმელი კრივში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა – მას მგზავრობა არ დაუფინანსეს

17 წლის ბათუმელი ლუკა მაჭუტაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ის 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩემპიონის მგზავრობა, ასევე, სასტუმროს ხარჯი სახელმწიფოს და არც ფედერაციას არ დაუფინანსებია – საჯარო უწყებებმა ახალგაზრდა სპორტსმენისთვის ბიუჯეტიდან 4450 ლარის გამოყოფა ვერ შეძლეს. ზუსტად ეს თანხა სჭირდებოდა 17 წლის ბიჭს ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში ჩასასვლელად, …

„საქართველოს მოქალაქეობა მინდა“ – ინგილო სპორტსმენი, რომელიც რუსეთში ქართული დროშით გამოვიდა

„საქართველოში მინდა ჩამოსვლა, მოქალაქეობის მიღებას ვაპირებ,“ – გვითხრა სურაჯ გასანოვმა. სურაჯი ინგილო სპორტსმენია, რომელიც რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში, რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ არენაზე საქართველოს დროშით გამოვიდა, კამერებს კი ჩასძახა: „გაუმარჯოს საქართველოს“ „საინტერესოა, რატომ დარბის საქართველოს დროშით? სახელი და გვარი ქართული არ აქვს, ალბათ საქართველოში დაიბადა,“ – იკითხა რუსმა კომენტატორმა პირდაპირ ეთერში. სურაჯ გასანოვი საინგილოში დაიბადა. მან …

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ინგილო სპორტსმენი რუსეთში რინგზე საქართველოს დროშით გამოვიდა

რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში გამართულ რინგზე 22 წლის სპორტსმენმა, სურაჯ გასანოვმა,  რუს მეტოქეს, ევგენი ერშოვს სძლია, ბარიერზე ახტა და შეჯიბრის დასასრულს, მოულოდნელად, კამერას „საქართველოს გაუმარჯოს“ –  ჩასძახა, მერე კი ქართული დროშით გამოვიდა არენაზე. სპორტსმენის ამ ჟესტმა დააბნია რუსი კომენტატორიც: „საინტერესოა, რატომ დარბის საქართველოს დროშით? სახელი და გვარი ქართული არ აქვს, ალბათ საქართველოში დაიბადა,“ – თქვა პირდაპირ …

გელა აბაშიძის რევანში

აჭარის ნაკრების წევრმა, მოკრივემ გელა აბაშიძემ ფინალში იმ მოწინააღმდეგეს მოუგო, ვისთანაც შარშან დამარცხდა და გახდა დიდებს შორის, 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი. ეს ტიტული მისი მწვრთნელის, გოჩა აბაშიძის შემდეგ 16 წლის განმავლობაში აჭარიდან არავის მოუგია. გოჩა აბაშიძე გარდა მწვრთნელობისა, გელა აბაშიძის ძმაა, მას მრავალწლიანი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ იგივე შედეგისთვის მიეღწია, რომელიც 1999 წელს …

Exit mobile version