ბანკებს 38 მილიარდი ლარი სესხი აქვთ გაცემული – სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა [ბანკთაშორისი სესხების გარდა], 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 48.22 მილიონი ლარით [0.13%-ით] შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის ჯამში 38.17 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.51 მილიონი ლარით [0.53%-ით] შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით …

სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის 2020 წლის თებერვლიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, სესხის გამცემი სუბიექტებისა და კომერციული ბანკებისთვის 2020 წლის თებერვლიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. 2020 წლის პირველი თებერვლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და სესხის გამცემ სუბიექტებს ეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მათ მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკს კი, ეკრძალება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის …

საქართველოში არარეგისტრირებული კომპანიები 200 ათას ლარმდე სესხს უცხოური ვალუტით აიღებენ – სიახლე

საქართველოში დღეიდან, 2019 წლის 23 იანვრიდან, კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 ლარამდე სესხები და საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხის/საბანკო კრედიტის გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შესაბამის ბრძანებას, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, ხელი 2018 წლის 18 იანვარს მოაწერა. ახალი ბრძანებით გაუქმდა ეროვნული ბანკის ის ბრძანებები, …

ეთიკის რა პრინციპების დაცვა დაევალათ კომერციულ ბანკებს

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ეთიკის კოდექსი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება – „ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის“ – მიმდინარე წლის 10 ივლისიდან შევიდა ძალაში. კომერციულ ბანკებს მიეცათ 6 თვე, რათა მათი საქმიანობა კოდექსით გათვალისწინებულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან, სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ. „კოდექსით განსაზღვრულია ეთიკის ის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის სტანდარტები, რომლებსაც …

კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2018 წლის ხუთ თვეში 362 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოში დღეს 16 ლიცენზირებული კომერციული ბანკი ფუნქციონირებს. საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2018 წლის პირველ ხუთ თვეში 362 მილიონ 467 ათასი ლარი შეადგინა, რაც 10 მილიონ 422 ათასი ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რომელიმე კომერციული ბანკის ოფიციალური თხოვნა ლიცენზიის გაუქმებაზე სებ-ში შესული არ არის. …

შარშან ყველაზე მეტი – 371,7 მილიონი ლარი „საქართველოს ბანკმა“ მოიგო

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2017 წელს ჯამში 869 მილიონ 798 ათას 259 ლარის წმინდა მოგება ნახეს. კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ანგარიშების მიხედვით, ყველაზე მეტი წმინდა მოგება, 371 მილიონი ლარი, „საქართველოს ბანკმა“ მიიღო, ხოლო „სილქ როუდ ბანკმა“ წელი 495 ათასი ლარის ზარალით დაასრულა. 2017 წელს, წმინდა მოგების მიხედვით, კომერციული ბანკების პირველ ხუთეულშია: „საქართველოს ბანკი“ …

კომერციულმა ბანკებმა საქართველოში ბოლო ხუთ წელში 2,9 მილიარდი ლარი მოიგეს

ბოლო 5 წელში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 2 მილიარდ 953 მილიონ 233 ათასი ლარის წმინდა მოგება ნახეს. ბანკების წმინდა მოგება 2013 წლიდან ყოველწლიურად იზრდება. გასულ, 2017 წელს, ბანკებმა 480 მილიონ 666 ათასი ლარით მეტი მოგება ნახეს, ვიდრე 2013 წელს. კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2013-17 წლებში: საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების …

კომერციულ ბანკებს საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 38 მილიონით გაუზარდეს

4 მაისიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანება კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 50 მილიონ ლარს, ნაცვლად 12 მილიონი ლარისა. 2017 წლის 4 მაისამდე პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უკვე ლიცენზირებული კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა …

Exit mobile version