რეაბილიტირებული კაფე „ფანტაზია“, იგივე „რვაფეხა“ ბათუმში უფუნქციოდაა. მთავრობამ დაზუსტებით ჯერ არ იცის, რა ფორმით და პირობით გაასხვისებს მას. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გასულ კვირას „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მთავრობა ამ ეტაპზე ყველა შესაძლო ოპტიმალურ ვარიანტს განიხილავს რვაფეხას გასაცოცხლებლად. მან არ უარყო ისიც, რომ შესაძლოა შენობა მთავრობამ პირობიანი აუქციონის ფორმით გაასხვისოს. მისივე თქმით, დღის …
Tag Archives: კაფე „ფანტაზია“
ვინ გადაარჩინა ბათუმის „რვაფეხა“
21 აგვისტოს ბათუმში განახლებული კაფე „ფანტაზია“, რომელსაც ბათუმში ძირითადად „რვაფეხას“ უწოდებენ, საზეიმოდ გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის მერთან და აჭარის მთავრობასთან ერთად. „რვაფეხას“ გახსნას არ ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც ბათუმის „რვაფეხა“ დანგრევას გადაარჩინეს. რომ არა ბათუმელი აქტივისტების, კულტურული მემკვიდრეობის დამცველების აქტიურობა და აქციების სერია, „რვაფეხას“ 2014 წელს დაანგრევდნენ და ამ ადგილას სასტუმრო „ჰილტონი“ ორ …
რვაფეხას ღობე მოხსნეს, კაფეს აღდგენა დასრულდა [ფოტო]
კაფე “ფანტაზიას”, იგივე „რვაფეხას“ რეაბილიტაცია დასრულდა. ნაგებობას სამშენებლო ღობე მოხსნეს და მისი დათვალიერება უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ნახეთ, როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული რვაფეხა გარედან და შიგნით. ამავე თემაზე: რესტავრატორის განმარტება – აღდგება თუ ვერა „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით
„რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგება
კაფე „ფანტაზიას“ [„რვაფეხას“] სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილიდან ახალ ეტაპზე გადავა. მშენებლები მის მოზაიკით მოპირკეთებას დაიწყებენ. თუმცა, სანამ „რვაფეხაზე“ სამუშაოები დასრულდება, სპეციალისტები ამბობენ, რომ მთელი რიგი შეცდომებია დაშვებული, რაც „რვაფეხას“ თავდაპირველი სახით აღდგენას გამორიცხავს. მხატვარ-მონუმენტალისტი თემურ მჟავანაძე, რომელმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში „რვაფეხას“ მოზაიკით მოპირკეთებაზე იმუშავა ამბობს, რომ დღეს ნაწყენი და გაბრაზებულია. „ეს არ არის რესტავრაცია, რაც …
„რვაფეხას“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 197 606 ლარი დაიხარჯება
ბულვარის ადმინისტრაცია ბათუმის ბულვარში, კაფე-ბარ „ფანტაზიას“ [„რვაფეხა“] შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს, რისთვისაც 197 ათას 606 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება კი მიმდინარე წლის 29 იანვარს მთავრდება. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის, ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, გაკეთდება „რვაფეხასთან“ მისასვლელები, ერთ-ერთი ალეას მონაკვეთი, დაიგება ფილები და მოეწყობა …
Continue reading “„რვაფეხას“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 197 606 ლარი დაიხარჯება “
დარჩება თუ არა „რვაფეხა“ სახელმწიფოს საკუთრებაში
ბათუმის მერიის ინფორმაციით ე.წ. „რვაფეხას“, კაფე „ფანტაზიის“ შენობის აღდგენა – რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ გეგმავს. ამასთან დაკავშირებით სამუშაოების დაწყების ნებართვის მისაღებად ქონების მესაკუთრემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიას მიმართა. „რვაფეხა“ ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს, ბულვარი კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შესაბამისად, მერიამ ტერიტორიის შემოღობვისა და მისი მსუბუქი კოსტრუქციით გადახურვის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს …
Continue reading “დარჩება თუ არა „რვაფეხა“ სახელმწიფოს საკუთრებაში”