რა უნდა ვქნათ, როცა კაფე-ბარებში სერვისს ქართულ ენაზე ვერ ვიღებთ

ბათუმში არაერთი კაფე, ბარი, რესტორანი და კლუბია, რომლებზეც არც აბრაა განთავსებული ქართულ ენაზე, მენიუც მხოლოდ უცხო ენებზეა შედგენილი და დასაქმებული მომსახურე პერსონალიც სახელმწიფო ენაზე ვერ მოგემსახურებათ, სანაცვლოდ კი მოგთხოვთ, რომ ისაუბროთ რუსულად. თუ  რუსულად არ გსურთ საუბარი, მიგითითებენ, რომ ინგლისურადაც შეგიძლიათ ყველაფრის შეკვეთა. თუ დააზუსტებთ, რომ უბრალოდ გსურთ საკუთარ, სახელმწიფო ენაზე მომსახურების მიღება, რისი უფლებაც …

კაფეების მიერ ტროტუარების ოკუპაცია დაიწყო, რას აკეთებს მუნიციპალური ინსპექცია | ფოტო

ბათუმში ტურისტული სეზონის ძალაში შესვლასთან ერთად აქტიურდება კაფე-ბარების მიერ ოკუპირებული ტროტუარების პრობლემა. „ბათუმელებმა” რამდენიმე ადგილი გადაიღო, სადაც კვების ობიექტებს მაგიდებით, მცენარეებითა და დაფა-მენიუებით სრულად აქვთ ათვისებული ტროტუარი, ფეხით მოსიარულეებსა და ეტლით მოსარგებლეებისთვის კი გზის ამ მონაკვეთში მხოლოდ ველობილიკი დატოვეს. რამდენი ასეთი ობიექტი დაჯარიმდა წელს ტროტუარის მაგიდებითა და სხვა ინვენტარით ჩახერგვისთვის, ეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში დათვლილი …

კაფეები და რესტორნები ღია სივრცეში შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კაფე-ბარები და რესტორნები ღია სივრცეებში მუშაობას შაბათ-კვირასაც შეძლებენ. ამის შესახებ განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება გრძელდება და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, პირველი ივნისიდან ამ მიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილება იყოს მიღებული. „როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით, შაბათ-კვირას აკრძალულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, რაც ნიშნავს იმას, …

როდის შეძლებთ კაფესა და რესტორანში წასვლას

დღეს, 27 მაისს, ცნობილი გახდა, როდის გაიხსნება საქართველოში რესტორნები და კაფე-ბარები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ისაუბრა. ერთ კვირაში, პირველი  ივნისიდან, საქართველოში გაიხსნება ღია სივრცეში მდებარე რესტორნები, ანუ შეძლებთ ეწვიოთ იმ კაფეებსა და რესტორნებს, რომლებსაც მაგიდები ღია სივრცეში, ქუჩაში, ტერასაზე ან ბაღში აქვთ განლაგებული. 8 ივნისიდან კი საქართველოში გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში. ჯერჯერობით …

სად გიმასპინძლებენ ღამით ბათუმში

გარდა გეოგრაფიული, პოლიტიკური, აგრარული და სხვა ტიპის მეცნიერული რუკებისა, ქალაქებს აქვს კიდე ერთი, ღამის გართობის რუკა. სადმე რომ მიდიხარ, გონებაში ხაზავ ამ რუკას. არჩევ ადგილებს, სადაც უნდა წახვიდე, ვის შეხვდე და ასე შემდეგ. ბათუმსაც აქვს ასეთი. ზაფხულის ბათუმში მარტივია თვალდახუჭული ამ გზებს გაჰყვე; მუსიკა ხმამაღალია, ყველაფერი განათებული, სითბოა და ბევრსაც დადიხარ, რათა აღმოაჩინო ზუსტად შენი …

სასტუმრო, ჰოსტელი და ბარი ერთ სივრცეში – ბათუმში „კომუნა“ იხსნება

ხვალ, 26 ივლისს, ბათუმში ახალი სივრცე –„კომუნა“ იხსნება. „კომუნა“ აერთიანებს სასტუმროს, ჰოსტელსა და ბარს. სასტუმროს და ჰოსტელს ერთდროულად 40-მდე ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.  გახსნის ღონისძიებას მუსიკალურად DJ ლაშა გურული გააფორმებს. სტუმრებს ბარში შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ბარმენების მომზადებული ექსკლუზიური კოქტეილები.  გახსნის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია! გელოდებით 20 საათიდან. მისამართი: ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N83 ა 

კაფეზე მიშენებული აივნები ბათუმის ბულვარში

როგორი უნდა იყოს პლაჟთან არსებული კაფე-ბარების იერსახე და არსებობს თუ არა საერთო პოლიტიკა შენობა-ნაგებობების იერსახესთან დაკავშირებით? – „ბათუმის ბულვარსა“ და მერიაში „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ. ექვემდებარება თუ არა რაიმე რეგულაციას აქ განთავსებული შენობა-ნაგებობების არქიტექტურა, ამის შესახებ დაზუსტებით ვერც მოიჯარეები საუბრობენ. ზღვისპირა კაფე-ბარი „მედუზა“, რომელიც  ადრე „პიერ ბათუმის“ სახელით იყო ცნობილი, პლაჟზე, საკმაოდ …

საკვების უვნებლობა და 133 დაჯარიმებული ობიექტი აჭარაში

გასულ კვირას ბათუმში, კაფე `შემოიხედეში~ სტუმრობის შემდეგ 7 ადამიანი მოიწამლა. მოწამვლის მიზეზებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადგენს. რა ნორმები დაარღვიეს საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა, რამდენი ობიექტი დაჯარიმდა და როგორ ხორციელდება კვების ობიექტების მონიტორინგი აჭარაში? – “ბათუმელების“ კითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ბიუროს მთავარმა სპეციალისტმა, ბიძინა ჯიბლაძემ უპასუხა. ბატონო ბიძინა, რა დადგინდა `შემოიხედეს~ შემოწმების შედეგად, რამ გამოიწვია მოქალაქეების …

Exit mobile version