რა იცვლება მოწმის დაკითხვის დროს სასამართლოში – ცვლილება კანონში

უკვე ამოქმედდა ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. ცვლილებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დაკითხვას ეხება სასამართლოში. აქამდე არსებობდა ჩანაწერი: „არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება“. კანონის …

როგორ ისჯება სხვისთვის ინფექციის გადადება, ან 10 კაცის თავშეყრა – იურისტის განმარტება

„ჯერჯერობით ვერაფრით დასჯიან ვინმეს, თუკი 10, ან თუნდაც მეტი ადამიანი ერთად მოიყრის თავს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. იურისტი განმარტავს, რომ დეკრეტის გამოცემის შემდეგ დეტალურად უნდა განისაზღვროს, რა სახის შეზღუდვები იარსებებს შეკრების კუთხით, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დასრულდება. 10 პირის თავშეყრის შეზღუდვაზე გუშინ, 21 მარტს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ვიდრე პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე …

როგორ დაგსჯის კანონი თუკი სექსუალური შევიწროება დაგიმტკიცდება

გამოძიებამ კვალიფიკაცია უკვე შეუცვალა საქმეს, სადაც სტუდენტი ლექტორს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. გამოძიება თავდაპირველად „სისხლის სამართლის კოდექსის“ იძულების მუხლით დაიწყო, ამჯერად  კი, საქმე უფრო მძიმე -„სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების“ მუხლის მეორე ნაწილზე გადაკვალიფიცირდა. რა სახის სასჯელი არსებობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისთვის“ და რას ითვალისწინებს „სექსუალური შევიწროვება“, რომელიც ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა 3 …

საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია

რამდენად ღრმაა „ნაციონალურ-დემოკრატიულ“ ერთობაში გაჩენილი ბზარი? ეს კითხვა წინა კვირას განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე თავისთავად გაჩნდა. „ნაციონალებისა“ და „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ პარტიად შერწყმის დიადი გეგმის ჩაშლა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერს – კობა დავითაშვილს დაბრალდა. მისი ხმამაღალი განცხადება, არჩევნების შემდგომ მისივე სიჩუმის ფონზე, უფრო მკვეთრად გაისმა. თუმცა, განხეთქილების თაობაზე ეჭვებს სხვა გარემოებებიც აძლიერებდა. ყველაფერის თავი …

ჟვანიას „სარგო“ კანონები უკანონოდ იკერება

სახელისუფლო „ტრიუმვირატის“ ინიციატივით საქართველოს პარლამენტი მალე საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს. საქართველოში შემოღებული იქნება პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი. როგორც წინასწარ ცნობილია, ნანატრ პოსტს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია დაიკავებს. ამ ფაქტის გამო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა კობა დავითაშვილმა პროტესტის ნიშნად პარტია დატოვა. „არ შეიძლება კონსტიტუცია მორგებული იქნას ერთი ადამიანის ნება-სურვილს“ – განაცხადა მან. არასამთავრობო ორგანიზაცია მოსახლეობის ინტერესების დაცვის კავშირის …

Exit mobile version