უფრო მეტ ადამიანს მოუსმენენ – თვალთვალის ახალი წესი „სუს-ის ფაილების“ სკანდალის შემდეგ

„…სულაც არ გამოვრიცხავ, იქ, სადაც ადამიანებს უსმენენ, იგივე „სუს-ის ფაილების“ სკანდალის შემდეგ, ყოფილიყო პროტესტი, რომ უკანონოდ აღარ მოუსმენდნენ, ამ ცვლილებით კი, მასშტაბი ფართოვდება – უფრო მეტ ადამიანს მოუსმენენ და თან კანონის სახელით“, – ამბობს ლონდა თოლორაია. ის ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორია, რომელიც იმის გამო, რომ უკანონოდ ფარულ მოსმენებსაც ხშირად აპროტესტებდა, დღეს აქვს სტატუსი  – „ყოფილი“. ლონდა …

რატომ გადამალა საკონსტიტუციომ „ფარული მოსმენების“ საქმე – განხილვიდან გასულია 28 თვე 

2 წელი და 4 თვე საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება „უკანონო, ფარული მოსმენების საქმეზე“. ამ საქმის განხილვის დასრულებიდან ზუსტად 28 თვე გავიდა. სარჩელი კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში საკონსტიტუციოში 4 წლის წინ – 2017 წელს შევიდა. ეს საქმე უპრეცედენტო იყო იმ თვალსაზრისით, რომ სარჩელს ერთდროულად ხელს აწერდა საქართველოს 326 მოქალაქე. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ფარულ მოსმენებზე …

მოსამართლე სუს-ის წარმომადგენელს: ერთია ტერორიზმი და მეორე – ადამიანის უფლებები

„ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ცალ-ცალკე არსებობდა ორგანო, რომელიც ფარულ მოსმენებს ახორციელებდა და დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ეს ორი უწყება გაერთიანდა და ამის მიზეზი იყო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა,“ – ასე უპასუხა სუს-ის წარმომადგენელმა, ბექა ზეგარდელმა მოსამართლე მანანა კობახიძის შეკითხვას საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განაგრძობს 326 მოსარჩელის სარჩელის განხილვაზე განმწესრიგებელ სხდომას. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის …

მოსამართლეები სუს-ის წარმომადგენელს უსმენენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, ბექა ზეგარდელი, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კითხვებს პასუხობს. სასამართლო 326 მოქალაქის სარჩელს განიხილავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სუს-ს ისევ აქვს თითოეული ჩვენგანის უკანონოდ მოსმენის უფლება და შესაძლებლობა ნებისმიერ დროს. ბექა ზეგარდელს მაშინვე შეაწყვეტინა სიტყვა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა, როცა მან ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტოს უფროსის დანიშვნის ახალი წესის დემოკრატიულობაზე დაიწყო ლაპარაკი. ეს სააგენტო პარლამენტის გადაწყვეტილებით 30 …

„უკანონო მოსმენებზე“ სასამართლომ სუს-ის მოსმენა ვერ მოასწრო

„უკანონო მოსმენებზე“ განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადადო. მეორე დღეა მოსამართლის და მოსარჩელეების შეკითხვებს სუს-ის წარმომადგენელი ელოდა, თუმცა, სასამართლოს მის მოსასმენად დრო არ ეყო. სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე უნდა გადაწყვიტოს, 326 მოსარჩელის მიერ ხელმოწერილ სარჩელს არსებითად განიხილავს, თუ პირდაპირ გააუქმებს პარლამენტის მიერ გასული წლის აპრილში შეცვლილ კანონმდებლობას „ფარულ მოსმენებზე“. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ახალი სააგენტო, რომელიც …

სააგენტოს პოზიცია, რომელიც ფარულად გვისმენს – სასამართლო პროცესის მეორე დღე

“არც ერთ ქვეყანაში არაა სრულიად დამოუკიდებელი ის ორგანო, რომელიც ფარულ მიყურადებას ახორციელებს,” – უთხრა მოსამართლეებს დავით გაბეხაძემ, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა. ეს სააგენტო ახორციელებს ამჟამად ფარულ მიყურადებას, თუმცა სუს-ს მისი კონტროლის მექანიზმი ისევ გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლო მეორე დღეა განაგრძობს ზეპირ მოსმენას „უკანონო მოსმენების წინააღმდეგ” 326 მოქალაქის სარჩელზე. სასამართლოს პლენუმმა უნდა გადაწყვიტოს, სარჩელზე არსებითი …

სარჩელის შეტანა უკანონო მოსმენებზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია – ვადა ხვალ იწურება

  ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის აკრძალვის მოთხოვნით კამპანია „ეს შენ გეხება“ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სარჩელის ავტორი ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გახდეს. ერთი წლის წინ, 2016 წლის 14 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის მექანიზმი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია.  ერთი წლის შემდეგ პარლამენტმა კანონი შეცვალა, თუმცა ფარულ მოსმენებზე  წვდომა ისევ სუს-ს აქვს – „გასაღები“ ახალშექმნილ სააგენტოს გადაეცემა, …

Exit mobile version