უფასო კონსულტაცია ფსიქოლოგთან და „ცხელი ხაზი“ ბავშვებისთვის

მეორე წელია ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს უფასო ფსიქოლოგიური მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ. ბათუმში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული. აქ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და იურისტი დაგხვდებათ. პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ამ ფონდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ძალადობის …

მსხვერპლი ბავშვები და მათი გასამართლებული მშობლები – ფსიქოლოგის შეფასება

„სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა“, – ასეა აღწერილი ერთ-ერთი 13 წლის გოგოს ცემის შემთხვევა. მსგავს ფრაზას სხვა განაჩენებშიც ნახავთ, სადაც აღწერილია, როგორ სცემა ბავშვი მამამ, დედამ ან ბიძიამ. არასრულწლოვნის ცემის შემდეგ, ძირითადად, საპროცესო შეთანხმება ფორმდება. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა შეიცვალა ბავშვებისა და მათზე მოძალადეებისთვის სასჯელის შეფარდების შემდეგ. ბიძამ 13 …

სექსუალური ხასიათის შანტაჟი ბავშვებზე ინტერნეტში – ფსიქოლოგის რჩევა მოზარდებსა და მშობლებს

როგორ დავიცვათ ინტერნეტში სექსუალური შანტაჟისგან მოზარდები. რა გამოსავალი არსებობს, როცა სექსუალური შანტაჟის დროს მოზარდი გრძნობს, რომ მას მშობლებიც ვერ გაუგებენ და როგორ უნდა მოქმედებდეს მსგავს ვითარებაში მშობელი, საზოგადოება  – „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ ფსიქოლოგს, ნინი დარსაძეს ესაუბრა: საზოგადოებაში მოვიაზრებით ყველა: მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები, თანატოლები, სახელმწიფო, მედია… ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში მთავარია ვიფიქროთ იმაზე, თუ …

როცა შენს შიშველ ფოტოს ან ვიდეოს სხვას უგზავნი – სპეციალისტების რეკომენდაციები

სექსტინგი – ტელეფონით სექსუალური ფოტოების, ვიდეოების ან ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა სხვა ადამიანისთვის უდავოდ ძალიან რისკიანი საქმეა. მიუხედავად ამისა, ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. სექსტური შეტყობინების გაგზავნა პარტნიორისთვის თითქოს უსაფრთხოა, მაგრამ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს და თქვენც იმ ადამიანთა ჩამონათვალში აღმოჩნდეთ, რომელთაც შიშველი ფოტოები ყოფილმა შეყვარებულებმა შურისძიების მიზნით გაუსაჯაროვეს. ცხადია, უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ, სანამ ისეთ რამეს გაგზავნით, რაც …

ბიჭი, რომელმაც დედა სოციალური ქსელებით იპოვა

ლუკა 18 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ მინდობით აღზრდაში ცხოვრობს. ბიჭი თავიდან საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობდა. ამ სახლში მხოლოდ 18 წლამდე შეიძლება გაჩერება. მინდობით აღზრდაშიც იმის გამო დატოვეს, რომ ეროვნულ გამოცდებს აბარებს. ლუკა საკუთარ თავზე და იმაზე თუ, როგორ იპოვა დედა 11 წლის ასაკში, თავად ჰყვება: „ბსუ-ში ფსიქოლოგის ფაკულტეტი ავირჩიე. იურისტობასაც ვფიქრობ, ეგეც ჩაწერილი მაქვს. და …

ზრუნვა ცარიელი ხელებით

ბავშვები ძალადობის პირისპირ, თუ სიღარიბეში ხშირად რჩებიან მარტო. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება… ერთი სოცმუშაკის ხელში, ვინც, პირველ რიგში, სახელმწიფოს სახელით ბავშვზე უნდა იზრუნოს, 60 ბავშვის საქმეა. ბავშვთან, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ან მიუსაფარია, სოციალურმა მუშაკმა უნდა იმუშაოს. მან უნდა შეაფასოს ბავშვის საჭიროებები, მაგრამ სოცმუშაკს შესაძლოა ამისთვის არ ეცალოს, ან დააგვიანდეს – ზრუნვამოკლებული ბავშვი ბევრია. …

Exit mobile version