ირაკლი ჩხვირკია 7 დღით დააპატიმრეს

ბათუმის საპროტესტო აქციაზე გუშინ, 2 დეკემბერს, დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ირაკლი ჩხვირკია აქციაზე მას შემდეგ დააკავეს, როცა მას და აქციის სხვა მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლის წინ ბუშტების განთავსების საშუალება არ მისცეს. გუშინვე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ჩხვირკია პოლიციელებს მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს. ამ ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ირაკლი ჩხვირკიას …

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

დღეს, 6 მარტს, 15:00 საათზე, მსჯავრდებული მერაბ ღოღობერიძე საპატიმრო დაწესებულებიდან „ბათუმელებს“ დაუკავშირდა და აცნობა, რომ ის და ირაკლი ჩხვირკვია უდოს კომისიამ [ვადაზე ადრე გათავისუფლების] პირობით ვადამდე ადრე გაათავისუფლა. მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ ამის შესახებ მათ დღეს შეატყობინეს. „გუშინ ვიყავით კომისიაზე და დღეს გაგვათავისუფლეს. სახლში მოვდივარ უკვე“, – თქვა მერაბ ღოღობერიძემ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10 იანვრის …

მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას განაჩენი 10 იანვარს გამოცხადდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში ღრმად ამოიოხრეს, როცა მოსამართლემ თქვა, რომ გადაწყვეტილებას დღეს არ გამოაცხადებს. “კონკრეტულ საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდე. ამიტომ გადაწყვეტილებას ზეგ გამოვაცხადებ,” – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და დარბაზიდან გავიდა. მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავება გამოძიება “ბათუმის აქციის საქმეზე”. დღეს საბოლოო სიტყვას და განაჩენის გამოცხადებას ელოდნენ ის ადამიანები, რომლებმაც სასამართლოს …

ირაკლი ჩხვირკია: რაა დანაშაული, ინტერვიუ რომ მივეცი?

“12 მარტს, დილის ხუთის ნახევარზე როცა მე ბათუმში ჩამოვედი, უკვე 15-20 კაცი იყო დარჩენილი… იქ პოლიციელი და სპეცრაზმელი უფრო მეტი იყო, ვიდრე მოქალაქე,” – უთხრა ირაკლი ჩხვირკიამ მოსამართლე დავით მამისეიშვილს. მან დღეს “ბათუმის აქციის საქმეზე” მოწმის სახით ჩვენება მისცა. ირაკლი ჩხვირკიას მერაბ ღოღობერიძესთან ერთად მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. …

ღოღობერიძე სასამართლოს აღარ ესწრება, ჩხვირკია პროკურორების აცილებას ითხოვს

„ბრალდებულს აქვს უფლება არ დაესწროს სასამართლო სხდომებს,”- თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და სასამართლო სდომა განაგრძო. მანამდე მერაბ ღოღობერიძემ სასამართლოსთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახა. იგი სხდომათა დარბაზში არც სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ შემოვიდა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძეს შეუძლია პროცესზე დასწრება და მისი ტრანსპორტირებაც არ წარმოადგენს პრობლემას. მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას …

მოსამართლე: სამედიცინო დასკვნის მიხედვით მერაბ ღოღობერიძეს ოპერაცია არ სჭირდება

“უკვე ნათელია, რომ მერაბ ღოღობერიძე ცდილობდა სასამართლო პროცესის გაჭიანურებას,” – ამ სიტყვებით დაიწყო დღევანდელი სხდომა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. სამედიცინო კლინიკა “მედინას” დასკვნის მიხედვით, მერაბ ღოღობერიძეს ქირურგიული ოპერაცია არ სჭირდება და მას მხოლოდ მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს ის კლინიკაა, სადაც მერაბ ღოღობერიძემ ოპერაციის გაკეთება თვითონ ისურვა. მერაბ ღოღობერიძეს ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად …

მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი შესაძლოა საავადმყოფოში გაგრძელდეს

11 მოწმეს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ დღეს, 27 ივლისს, უნდა მიეცა ჩვენება, თუმცა მერაბ ღოღობერიძე სასამართლო დარბაზში გამოცხადების ნაცვლად სასამართლოში გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებთან დარჩა. „იგი მოითხოვს კლინიკა „მედინაში“ გადაყვანას, მაგრამ ეს არ არის სასამართლოს კომპეტენცია… ამ მდგომარეობაში მისი ყოფნა სასამართლო დარბაზში რეკომენდებული არ არის, უმჯობესია, ექიმებმა მიხედონ,“ – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. პროკურორმა …

„აღარ მახსოვს, დილა იყო თუ საღამო“ – მოწმეების დაკითხვა „ბათუმის აქციის“ საქმეზე 

„დილის 11 საათზე მივედი პოლიციაში ჩვენების მისაცემად. დაახლოებით ორი-სამი საათი გაგრძელდა ჩემი დაკითხვა,“ – თქვა მოწმედ დაბარებულმა რაფიელ აბაშიძემ. მან დღევანდელ პროცესზე მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ამ პირებს „ბათუმის აქციის საქმეში“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. „გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაფიქსირებულია, რომ თქვენ საღამოს შვიდ საათზე დაგკითხეს,“ – უთხრა მოწმეს ადვოკატმა დავით …

წინააღმდეგობა მოწმის ჩვენებაში – მერაბ ღოღობერიძის საქმე

ვიდრე სასამართლო დარბაზში მოწმეები შემოვიდოდნენ, ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა სასამართლოს წინა სხდომაზე დაკითხული მოწმის – მერაბ მურმანიძის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევა მოითხოვა. ადვოკატმა იმ მომენტზე გაამახვილა ყურადღება, რაც მოწმემ გამომძიებელსა და მოსამართლეს ამბავი სხვადასხვაგვარად მოუყვა. მერაბ მურმანიძე „11-12 მარტის აქციაზე“ მასობრივი ძალადობისთვის უკვე გაასამართლეს. მას გუშინ, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ ერთწლიანი საპატიმრო ვადით. „შეღავათიანი …

მერაბ ღოღობერიძე სასამართლოს: ჩემ გარეშე განიხილეთ

„ჩემ გარეშე განიხილეთ,“ – მერაბ ღოღობერიძისგან ეს წერილობითი განცხადება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. ის განიხილავს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს, რომლებსაც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა. „ის არის ავად და სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია. ამის გამო ვერ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ვაყენებ შუამდგომლობას, გადაიდოს სასამართლო პროცესი,“ – …

მერაბ ღოღობერიძის პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერაბ ღოღობერიძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე, ვიდრე მოსამართლე სასამართლო დარბაზში შემოვიდოდა, მერაბ ღოღობერიძემ მისთვის განკუთვნილი გისოსებიანი ადგილიდან დარბაზს მიმართა: „ხდება იგივე, რაც ცოტნე ანანიძის შემთხვევაში მოხდა. მე ვაპირებ ბათუმის მერობას…” – თქვა მერაბ ღოღობერიძემ. მას ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. საუბარია ბათუმის 11-12 მარტის აქციაზე, …

პროკურორის კითხვები მერაბ ღოღობერიძეს და მოსამართლის გადაწყვეტილება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია. ორივე მათგანს 11-12 მარტის აქციის საქმეზე მასობრივი არეულობის ორგანიზება ედება ბრალად. „სთხოვდით თუ არა ადამიანებს შეეცვალათ თქვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენება?“ – ჰკითხა პროკურორმა რამაზ შავაძემ ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს. „არანაირად, – კატეგორიული უარის ნიშნად თავი გაიქნია ბრალდებულმა, – თუ გაქვთ რამე მტკიცებულება, წარმოადგინეთ“. კითხვები ბრალდებულთან …

Exit mobile version