როგორ იქცა რამდენიმე უნებართვო მშენებლობიდან მხოლოდ ერთი „მერიის პრესტიჟის“ საქმედ

„ეს არის თავხედობა, უნდა მოხდეს დემონტაჟი, ეს მერიის პრესტიჟის საქმეა“ – ასე გამოეხმაურა ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში რვასართულიანი შენობის უნებართვო მშენებლობას. ამ დრომდე არც მირიან მეტრეველს და არც მერიის სხვა თანამდებობის პირს ასე ცალსახად არ უთქვამს, რომ უკანონოდ აშენებული კორპუსი უნდა დაინგრეს. ბათუმში უკანონო მშენებლობის დაწყებისთვის გაფრთხილება-დაჯარიმების მიუხედავად, …

მშენებლობის ნებართვა შეუჩერდება კომპანიას, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს

მერიის გაფრთხილება: კომპანიებს, რომლებიც მშენებლობის დროს უსაფრთხოების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ, მშენებლობის ნებართვა შეუჩერდებათ. ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა მშენებელი კომპანიების გასაფრთხილებლად სპეციალური განცხადება დღეს, 12 თებერვალს, გააკეთა. ირაკლი მოქიას განმარტებით, ბოლო პერიოდში ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მშენებელი კომპანიები უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებენ. ამიტომაც  კომპანიებს, რომლებიც ამ პრობლემას ვერ …

მერია: უკანონო დაშენებისთვის მოქალაქე გააფრთხილეს

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის #5-ში მოქალაქე დაშენებულ მეექვსე სართულზე მეშვიდე სართულს, მერიის ინფორმაციით, უნებართვოდ აშენებს. ბათუმის მერიის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ირაკლი მოქიას ინფორმაციით, მოქალაქე გააფრთხილეს და მას შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა მოსთხოვეს. უნებართვო მშენებლობა შეჩერებულია, თუმცა მესაკუთრეს დემონტაჟი არ დაუწყია.

ბათუმის მერია: ვარკვევთ, ვინ აწარმოებს პლაჟზე მშენებლობას

პლაჟზე, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა არ არის განთავსებული აბრა იმის შესახებ, თუ ვინ აწარმოებს მშენებლობას, არსებობს თუ არა დამტკიცებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა შესაბამისი სამსახურების მხრიდან. „ბათუმელებს“ მერიაში განუმარტეს, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმირებულია მერიის ზედამხედველობის სამსახური. აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით იკვლევენ, თუ ვინ აწარმოებს მშენებლობას პლაჟზე. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ვის …

Exit mobile version