გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ოჯახის გარემოსდაცვითი ბიზნესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი, რომელსაც ალვერდ ჩანქსელიანი ხელმძღვანელობს, ითანხმებს კერძო და სახელმწიფო კომპანიების ნარჩენების მართვის გეგმას. მისი შვილების – ბესარიონ და დავით ჩანქსელიანების დაფუძნებული შპს-ეები კი სწორედ ამ მომსახურებას უწევენ კერძო და სახელმწიფო კომპანიებს. საქმე იმაშია, რომ კერძო და სახელმწიფო კომპანიებს კანონი ავალდებულებს გარემოს დაცვისა სამინისტროს ნარჩენების მართვის გეგმა ჩააბარონ. გარდა …

ენმ: ქობულეთის საკრებულოს წევრის ძმისშვილი მილიონიან ტენდერში ქვეკონტრაქტორია

დღეს, 18 მარტს, ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის წევრმა, რეზო ხარაზმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქობულეთის მერიის მიერ გამოცხადებული მილიონიანი ტენდერის სამუშაოებს ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის „ქართული ოცნებიდან“  ვაჟა შავიშვილის ძმისშვილის კომპანია ასრულებს.  2018 წელს ქობულეთის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 1 მილიონ 077 995 ლარზე, სადაც გაიმარჯვა შპს „შარაგზამშენი პირველმა“. მან, თავის მხრივ, ქვეკონტრაქტორად აიყვანა კომპანია შპს „ჯორჯტრანსი“, რომელიც …

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების მეორე სამსახური

„ეს თეორიული კითხვაა, ჩვენ პრაქტიკულად ვაშუქებთ კრიტიკულ ამბებს,“ – ეს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტმა, ირაკლი ფარულავამ გვითხრა, როცა მას „ინტერესთა კონფლიქტზე“ ვკითხეთ. ირაკლი სამედიცინო გადაცემის წამყვანია და პარალელურად სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფის“ კონსულტანტი. იგი ერთ-ერთია ტელევიზიის იმ თანამშრომლებს შორის, ვისაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის პარალელურად მეორე სამსახური აქვს. „აჭარის ტელევიზია“ თითოეულ თანამშრომელთან გაფორმებული ხელშეკრულებით ზღუდავს ნებისმიერ …

იუსტიციის საბჭოს მდივნის საქმეს მის კეთილგანწყობაზე დამოკიდებული მოსამართლე განიხილავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის – გიორგი მიქაუტაძეს საქმის განხილვას ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი რამდენიმე დღეში დაიწყებს. ორი დღის წინ ხვიჩა კიკილაშვილი მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობდა. მას უვადოდ დანიშვნა სურს. ხვიჩა კიკილაშვილის გამწესებაზე გადაწყვეტილება გიორგი მიქაუტაძემაც უნდა მიიღოს. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწოვნის მშობლების …

ინტერესთა კონფლიქტი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში

კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა სკრინინგია – ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა. კიბოსთან ბრძოლის ანალოგიური პოლიტიკა აქვს გაცხადებული საქართველოსაც, თუმცა მარტისა და აპრილის მონაცემებით, წელს რეგიონებში გასულ წელთან შედარებით 50%-ზე მეტად შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც სკრინინგის ჩატარება მოახერხეს. სახელმწიფომ პროგრამის შესრულება სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ჯგუფს დაუკვეთა, რომელსაც რეგიონებში არ აქვს, მაგალითად, მამოგრაფი. გარდა ამისა, …

არღვევს თუ არა კანონს დეპუტატი, რომელიც პროფკავშირის ხელმძღვანელად რჩება

უმაღლესი საბჭოს წევრი, ილია ვერძაძე, პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების ხელმძღვანელის პოსტსაც ინარჩუნებს. უმრავლესობის წარმომადგენელი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „ეს არის ჩემი ტვირთი. გამომეკიდონ ერთი დილის ცხრიდან საღამოს ცხრამდე რამდენ საქმეს ვაკეთებ…“ – უთხრა ილია ვერძაძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბრის დროს. ილია ვერძაძე კანონის იმ ნორმაზე აქცენტირებს, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობას არ …

Exit mobile version