ბათუმში გარდაცვლილი 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ძმა მკვლელობის მუხლით ითხოვს გამოძიების დაწყებას

„ვითხოვ შეიცვალოს საქმეზე კვალიფიკაცია – ეს იყო სავარაუდოდ მკვლელობა და არა თვითმკვლელობა და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მის სექსუალურ ორიენტაციასთან“, – ამბობს კუზმა იაკიმეცი, იგი ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილი ტრანსგენდერი კაცის ძმაა. 21 წლის ბიჭის ცხედარი კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში, 2026 წლის 15 აგვისტოს პოლიციელებმა მას შემდეგ იპოვეს, როცა ამ კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა …

„თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო ივანიშვილი“ – კირთაძე

„მცირეწლოვანი შვილების პატრონმა, ახალგაზრდა კაცმა თავის მოკვლა რომ გადაწყვიტა, ეს არის უმძიმესი ამბავი და კარგად აჩვენებს სად ვცხოვრობთ. ამიტომ, თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო რეჟიმი და პირადად ბიძინა ივანიშვილი“- ამბობს „ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“. დღეს, 7 ივლისს, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია აჭარის  მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე. ოფიციალური ინფორმაციის …

შვილის ცემის და ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული პირი ოჯახის წევრის ცემის და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა ქვემო ქართლში მოხდა. „1980 წელს დაბადებული შ.ა. ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შვილს – ს.ა.-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, …

ბათუმში გაუჩინარებული ქალი იპოვეს

ბათუმში იპოვეს ქალი, რომელიც 17 მარტს გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი გუშინ ღამით იპოვეს. ის ჯანმრთელადაა. თუმცა გამოძიება გრძელდება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ამ თემაზე: პოლიცია ეძებს ქალს, რომელიც 17 მარტს გაუჩინარდა ბათუმში

15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 

გუშინ, 15 აპრილის ღამეს, ბათუმში, ერთ-ერთი კარაოკებარიდან არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოხვდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე არასრულწლოვანი გრძნობდა თავს შეუძლოდ. ერთ-ერთი მოზარდის ოჯახის წევრის თქმით, მოზარდები სხვადასხვა კოქტეილს სვამდნენ და, სავარაუდოდ, დასალევის მიღების შემდეგ გახდნენ შეუძლოდ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ 15 წლის არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო …

შსს: ბათუმში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა იდენტიფიცირებულია

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს ბათუმში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა იდენტიფიცირებულია. თუმცა სამინისტროში არ აზუსტებენ, რომელი რეგიონის მცხოვრებლები იყვნენ გარდაცვლილები. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ერთ-ერთ გარდაცვლილს ყელი აქვს გამოჭრილი.  „ბათუმელებს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ პირველადი დათვალიერების მიხედვით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ინფორმაციას არც სასწრაფო დახმარების სამსახურში ადასტურებენ. მათი თქმით, გარდაცვლილებზე მსგავსი …

შსს: ბათუმში გოგო მე-5 სართულიდან გადმოხტა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, 20 წლის გოგო მეხუთე სართულიდან გადმოხტა. შემთხვევა გუშინ, 15 თებერვალს მოხდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გოგო ცოცხალი გადაიყვანეს „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, თუმცა ის აგონიურ მდგომარეობაში იყო და მალევე გარდაიცვალა. გადმოხტომის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბრალდება – დედის თვითმკვლელობამდე მიყვანა

„თავს ნაწილობრივ ვცნობ დამნაშავედ… მეტადონის პროგრამას გავდიოდი, წამლებს ვსვამდი, ძალიან ცუდად ვიყავი. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. მე მხოლოდ საკუთარ თავს ვაზიანებდი, მეტი აღარ შემეძლო…“ – დაახლოებით ამ სიტყვებით უპასუხა ბრალდებულმა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის შეკითხვას: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? ბრალდებულს  დედის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად. გასული წლის 21 დეკემბერს ბრალდებულ ი.ა.-ს დედა საკუთარი სახლის მეორე …

ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დაახლოებით დღის პირველ საათზე ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და იგი ამოცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Exit mobile version