ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს. ხანძარი ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან 24 აპრილს, საღამოს გაჩნდა. დამწვარია ორი სახლი და ერთი სახლის სახურავი. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბათუმის ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურების რამდენიმე ვარიანტზე ესაუბრა. …
Continue reading “ხანძრით დაზარალებულებს მერია საცხოვრებლის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს”