ტყეში სკის განთავსება ეღირება არა 10, არამედ 1 ლარი – ხარვეზი მთავრობის დადგენილებაში 

18 მაისს „ბათუმელებმა“ მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტყეში დროებით გადატანილ თითოეულ სკაზე მეფუტკრე 10 ლარს გადაიხდის. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განმარტება გააკეთა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და აღნიშნა, რომ მთავრობის დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზია და 10 ლარის ნაცვლად უნდა იყოს 1 ლარი: „საქართველოს მთავრობის N221 დადგენილების „ტყით სარგებლობის წესის შესახებ“ დოკუმენტში, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის …

ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა – მთავრობის ახალი დადგენილება

მეფუტკრეები ტყეში სკების განთავსებისთვის სახელმწიფოს ფულს გადაუხდიან. საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, ტყეში დროებით გადატანილ თითოეულ სკაზე მეფუტკრე 10 ლარს გადაიხდის. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამის შესახებ მეფუტკრეებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. „ვიდრე დადგენილებას მიიღებდა, მთავრობას პროექტი, წესით, ჩვენთან უნდა განეხილა. ახლა თქვენგან გავიგე და გამიკვირდა, რომ ასე უცებ მიიღეს… განხილვა არ ყოფილა, თუმცა ჩვენამდე …

შოკში ვიყავი, როცა 50 ოჯახი დავკარგე – ახალგაზრდა მეფუტკრე ქედიდან [ვიდეო]

სოფელი გარეტყე მაღალ მთებზეა შეფენილი. მაისის ამ დროს ტყეში აკაციისა და შქერის სურნელი ტრიალებს. მეფუტკრეები მალე მაისის თაფლს მოიწევენ, რომელიც სწორედ ამ ყვავილების ნექტარით ამზადებს ფუტკარი. სკას დასტრიალებს ახალგაზრდა მეფუტკრე გიორგი ლამპარაძეც, რომელიც ქედაში, სოფელ გარეტყეში ცხოვრობს. 15 წლის იყო, როცა მეფუტკრეობით დაინტერესდა და გადაწყვიტა, რომ მათზე იზრუნა. თუმცა გასულ წელს არ გაუმართლა და წლების …

იანვრიდან მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკების გამოყენება იკრძალება

ქართული თაფლი ევროკავშირის ქვეყნებში გასაყიდად გატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი მეფუტკრეები ფუტკრის სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს აღარ გამოიყენებენ.  ამ დროისთვის როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე კერძო კომპანიების მიერ გაკეთებულ თაფლის ლაბორატორიულ სინჯების დიდ ნაწილში ევროკავშირში აკრძალული ანტიბიოტიკების მაღალი შემცველობა ფიქსირდება. მეფუტკრე ასლან შაქარაძე ქედიდან ამბობს, რომ საქართველოში ანტიბიოტიკების შემცველ პრეპარატებს მეფუტკრეობაში მასიურად იყენებენ, ქართულ …

რატომ შემცირდა თაფლის მოსავალი

„წელს თაფლის მოსავალი განახევრდა, ყველგან ასეა,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მეფუტკრემ ქობულეთში, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მეფუტკრე დარწმუნებულია, რომ თაფლის მოსავლის შემცირება პირდაპირ უკავშირდება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებულ პრეპარატებს. თაფლის მოსავალი რომ შემცირდა, ამას მეწარმე და მეფუტკრეთა ასოციაციის წევრი – მანანა ბოლქვაძეც ამბობს, თუმცა ის დარწმუნებული არაა შემცირება ფაროსანას საწინააღმდეგოდ განხორციელებულმა შეწამვლამ გამოიწვია, თუ სხვა …

ფუტკრის ენაზე მოლაპარაკე

ზაფხულის პაპანაქება დღეა. ქედაში, სოფელ კუჭულაში, 64 წლის დავითი სახლიდან გასასვლელად ემზადება. სახლთან ახლოს, ფერდობზე, მწვანე ფერად შეღებილი ათობით სკაა ჩამწკრივებული. დავითმა ფუტკარს უნდა მიხედოს, სკას გადახედოს. გორგაძეები მეფუტკრეები არიან. უკვე წლებია თაფლია მათი ოჯახის მთავარი შემოსავალი. ამ ოჯახის მეურნეობა იმით გამოირჩევა, რომ ადგილზე გამოჰყავთ „დედო“, იგივე დედა ფუტკარი და ფიჭასა და სკას თავადვე ამზადებენ. …

თაფლის მწარმოებელი ტრენერს: „კლიენტი შენზე იყოს“

„- ამ თაფლს ჭამდა ბაბუაჩემი და 105 წლის გარდაიცვალა, დღეს რა შეიცვალა? –  ფაროსანა იყო ბაბუათქვენის დროს? –  თბილისი აცხადებს, არაა მავნე ფაროსანაო. – ბაბუათქვენის დროს არ იყო ფაროსანა, არ იყო ამდენი დაავადება, ამდენი მანქანა, დარიშხანის ქარხანა და ატომური ელექტროსადგური.  იყო? ამდენი შეწამვლა იყო? – მე, ქალბატონო, ისეთ სოფელში ვცხოვრობ, მანქანა რომ მოდის, ფანჯარასთან მივრბივარ, …

თაფლის ფესტივალი ბათუმში 12 აგვისტოს ჩატარდება

წელს ბათუმში თაფლის რიგით მესამე ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალზე, რომელიც 12 აგვისტოს ბათუმის ბულვარის კოლონადებთან უნდა გაიმართოს, ორმოცამდე მეფუტკრე სხვადასხვა სახეობის თაფლს ცოცხალი მუსიკის ფონზე წარადგენს. ფესტივალი ფლეშმობით გაიხსნება. ფესტივალის მსვლელობისას სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებაც იგეგმება, მათ შორის ბავშვებისთვისაც. ფესტივალის ორგანიზატორის, აჭარის აგროსერვისცენტრის დირექტორის, გოჩა ბერიძის თქმით, ფესტივალში მონაწილეობას აჭარის მეფუტკრეობის ასოციაციის წარმომადგენლები მიიღებენ. მისივე …

ხილის საწარმო „ნენა“ ქედაში თაფლის ჩამოსხმას გეგმავს

„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქედის  ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ ნატურალური, ქართული თაფლის ჩამოსხმას გეგმავს. კომპანიის მფლობელი ქედაში ჩამოსხმული თაფლის ევროპის ბაზარზე გატანას აანონსებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრე დადიანის თქმით, ქედის ხილის გადამამუშავებელ საწარმოში მხოლოდ ევროპის ლაბორატორიებში შემოწმებული თაფლი ჩამოისხმება. „თაფლის ჩამოსხმამდე სინჯებს შესამოწმებლად ევროპის ლაბორატორიაში გავაგზავნით, მხოლოდ ნატურალურ თაფლს ჩავიბარებთ და ქედაში ისეთ თაფლს ჩამოვასხამთ, რომელიც …

რა შემთხვევაში ჩაერთვება მეფუტკრე სახელმწიფო პროგრამაში

მთავრობამ „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ პროგრამა დაამტკიცა.  სახელმწიფო პროგრამა, როგორც მთავრობა აცხადებს, წარმოადგენს კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც საქართველოში თაფლის გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. [yellow_box]პროგრამის მიზანია:[/yellow_box] [checklist] თაფლის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ინტეგრირებული სისტემების (ერთიანი საწარმოო ციკლის) შექმნის უზრუნველყოფა; თაფლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა; გადამუშავებული თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა; თაფლის საექსპორტო პოტენციალის ზრდა; …

თაფლი “ჰილტონ ბათუმის” მეოთხე სართულიდან

სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ მეოთხე სართულზე ფუტკრის ოთხი ოჯახი ცხოვრობს. ფუტკრებზე, რომლებიც ბულვარისა და ექვსი მაისის პარკში არსებული ყვავილების ნექტრით იკვებებიან, მეფუტკრე ზრუნავს. მას შემდეგ, რაც თაფლს პირველად მიიღებენ, „ჰილტონ ბათუმის“ სტუმრებს შეეძლებათ უშუალოდ სასტუმროში მომზადებული, ნატურალური, ქართული თაფლი დააგემოვნონ. თაფლის რეალიზაციისგან მიღებული თანხა კი მთლიანად საქველმოქმედო მიზნებს, რეგიონში მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებას მოხმარდება. „ჩვენი ფუტკრები მეგობრულები …

Exit mobile version