გამოიყენეთ პირბადე – ბათუმის ბულვარი დამსვენებლებს მიმართავს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოუწოდებს დამსვენებლებს დაიცვან კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, „რომელთა შესრულებაც აუცილებელია ბულვარში სეირნობის დროს“: „დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში გამოიყენეთ პირბადე! თავი აარიდეთ ჯგუფურ შეკრებას! მაქსიმალურად დაიცავით სოციალური დისტანცია! ჩაერთეთ საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში!“ ბათუმის ბულვარი ასევე მიმართავს ყველა კერძო მეწარმეს, მაქსიმალურად აკონტროლონ მათ სივრცეში არსებული ვითარება და დაიცვან საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის …

52 მილიონად გამაგრებული ნაპირი ბათუმში, სადაც პლაჟის აღდგენას ჯერ არავინ აპირებს

ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე სანაპირო ზოლი პლაჟის გარეშეა დარჩენილი. 52-მილიონიანი პროექტის ფარგლებში დამცავი კედლის გარდა, სასეირნო ბილიკი და პლაჟზე ჩასასვლელი კიბეებიც მოეწყო. კიბეებზე ჩახვალთ, მაგრამ პლაჟი არ დაგხვდებათ. მიუხედავად ამისა, აქ ადამიანები მაინც ბანაობენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ სანაპიროზე უზარმაზარი ლოდები ალაგია, რომელთა შორის ადვილი შესაძლებელია ადამიანი ჩავარდეს, ასევე იმას, რომ ლოდები ზღვაშიც ყრია – აქ …

გამოცვლილი ქვაფენილი და ახალი პლაჟი შშმ პირებისთვის – კიდევ რას აკეთებენ ბულვარში

ბათუმის ბულვარი მიმდინარე სეზონზე შშმ პირებისთვის კიდევ ერთ ადაპტირებულ პლაჟს მოაწყობს. ბულვარის ინფორმაციით, ადაპტირებული პლაჟი იქნება როგორც რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირედ, სადაც ადრეც იყო, ასევე გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, მოპირდაპირედ. აქ შესაბამისი სამუშაოები [ადაპტირებული საშხაპეების მოწყობა და სხვა] უკვე დაწყებულია. „შშმ პირებისთვის განკუთვნილი ტივტივა ეტლები, რაც გვაქვს, ამ ორ ლოკაციაზე გადანაწილდება და მათით სარგებლობა …

გამოაცხადებენ თუ არა აუქციონს ბათუმის, გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე

ბათუმის ბულვარის მიმდებარე პლაჟზე საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის ნაკვეთების გასაცემად აუქციონი წელს არ გამოცხადდება. ყოფილ მოიჯარეებთან ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ხელშეკრულებებს პირდაპირი წესით გააფორმებს. რაც შეეხება გონიო-კვარიათის პლაჟებს, რა ფორმით გადაეცემა ის დაინტერესებულ პირებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ. „პირდაპირი წესით იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება იმ მოიჯარეებთან, რომლებსაც პლაჟის კონკრეტული მონაკვეთები იჯარით 2020 …

ბათუმის პლაჟზე პირველი მოცურავეები გამოჩნდნენ [ფოტო]

ბათუმის სანაპიროზე უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ზღვაში საბანაოდ შედიან. დღეს, 4 აპრილს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 20-21 გრადუსს აღწევს, ზღვის წყლის ტემპერატურა კი 10 გრადუსია.

Exit mobile version