აჭარის მთავრობის წარმომადგენელი ძველ ბათუმზე: „ საჭიროა მეტი სასტუმროები, სახლების ნაცვლად“

ბათუმში, გენერალ მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში ორი ისტორიული სახლის დანგრევის ხარჯზე შპს „პროგრეს სიტი“ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს უკვე შეათანხმა. პროექტს მხარი დაუჭირა საბჭოში აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა კახა შაშიკაძემაც. „ბათუმელები“ დაინტერესდა რა მოტივით დაუჭირა მხარი მთავრობის წარმომადგენლმა ძველ ბათუმში ორი ისტორიული სახლის დემონტაჟს, მაშინ, როცა მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე …

რაზე ისაუბრა ზურაბ პატარაძემ „ბათომთან“

დღეს, 20 იანვარს შედგა შეხვედრა საზოგადოება „ბათომის“ წევრებსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის. დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბათუმელები“ შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს. შოთა, რაზე იყო შეხვედრაზე საუბარი? შეხვედრა ძირითადად იყო გაცნობითი ხასიათის. ბატონმა ზურაბმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვართ ერთი მხარე და მოწინააღმდეგედ არ უნდა განვიხილოთ ხელისუფლება. ბოლო წლებში ბევრი მაგალითი გვქონდა, …

ზურაბ პატარაძე ბსუ-ს სტუდენტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა

„სანამ მე გადავალ კონკრეტულად უნივერსიტეტის თემებზე, დაფინანსებაზე და იმ საკითხებზე, რაც თქვენ გაწუხებთ კონკრეტულად და რა თემებიც გვაქვს გასავლელი – მე  მზად ვარ, ამ თემებზე ვისაუბრო, თქვენთან ერთად. თუმცაღა, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი რეგიონი ვითარდება“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე და საუბარი დაიწყო რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, სოფლის …

ზურაბ პატარაძის მეუღლე სოციალურ კაფეში მოხალისეობრივად იმუშავებს

აგვისტოში, ბათუმში, საინიციატივო ჯგუფმა “თავისუფალმა სივრცემ” სოციალური კაფე გახსნა, პირველი, სრულად ადაპტირებული ადგილი შეხვედრებისა და დისკუსიებისათვის. ეს განსაკუთრებული კაფეა იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ მომსახურე პერსონალი 2 ან მეტი საათით შეიძლება იყოს ნებისმიერი მსურველი. 19 სექტემბერს, 13:00-დან 15:00 საათამდე, ამ კაფეში სოფიო ბაკურიძე იმუშავებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეუღლე. ამის შესახებ ინფორმაცია „თავისუფალი სივრცის“ ფეისბუქგვერდზეა განთავსებული. …

პატარაძის პირველი შეხვედრა იპოთეკით დაზარალებულებთან

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე მთავრობის სახლთან იპოთეკით დაზარალებულებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო მონიტორინგის ხელმძღვანელის დავით ბერიძის თქმით აჭარის მთავრობის თავმჯდობომარემ იცის პრობლემა. მაგრამ დაგვპირდა პრობლემის დეტალურად შესწავლას. ბათუმში მცხოვრები, იპოთეკით დაზარალებული 100-მდე ოჯახი აჭარის მთავრობასთან მოლაპარაკებებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აწარმოებს. იპოთეკით დაზარალებულები რამდენჯერმე შეხვდნენ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, თუმცა – ამაოდ.

Exit mobile version