შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე მოწყობილი ზიპლაინის გახსნას სამთავრობო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ 2025 წელს გეგმავს. მიმდინარე წლის განმავლობაში ობიექტის მართვა-ოპერირებაში კი, იტალიურ კომპანია Adrenaline X-Treme-ს ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში, უტენდეროდ, 45 ათას ევროს გადაუხდიან. ჩირუხის მთაზე ზიპლაინის მოწყობაში ბიუჯეტიდან 9,21 მილიონი ლარი დაიხარჯა. ობიექტი ტენდერში გამარჯვებულმა „ანაგმა“ ააშენა, თუმცა, დოკუმენტების მიხედვით ზიპლაინის პროექტირება/ინსტალაცია იტალიურმა კომპანიამ …
Tag Archives: ზიპლაინი
„საბაგირო უნდა გადიოდეს ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ“ – ზიპლაინი ქედაში მერიის ნებართვით
„საბაგირო გზა უნდა გადიოდეს საჰაერო, ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ… დარღვეულია შპს „ჯეტ გრუპის“ მიერ ელექტროგადამცემი მოწყობილობის წესების“ მე-6 გამოცემის 2.5 166-ე მუხლი,“ – აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილში, სადაც კომპანია ასაბუთებს, თუ რატომ შეუწყვიტა ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერთან მოწყობილ ზიპლაინს ელექტროენერგია, როგორც კი კანონის მოთხოვნების დარღვევის შესახებ ინფორმაცია შეიტყო. ზიპლაინი კანონდარღვევით ქედაში უკვე მესამე წელი მუშაობდა ისე, რომ …
მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად თანხა 2,7 მილიონით გაიზარდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში ზიპლაინის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული თანხა 2,7 მილიონი ლარით გაიზარდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 6 752 200 ლარით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა [მასში მონაწილეობა არავინ მიიღო], ამჯერად კი, 9 512 716 ლარით ტენდერი, იმავე მომსახურების შესყიდვაზე, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოაცხადა. [ამ კომპანიის 100% წილი …
Continue reading “მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად თანხა 2,7 მილიონით გაიზარდა”
6,7 მილიონი ლარი შუახევის მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად
შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში ორხაზოვანი ზიპლაინის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. ზიპლაინის მინიმალური სიგრძე 1 752 მეტრი უნდა იყოს. „პროექტის მიზანია ჩირუხის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია. ზიპლაინი იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინი ევროპაში. ზედა სადგური დაპროექტებულია როგორც „არწივის ბუდე“, საიდანაც იშლება პანორამული ხედი ხეობაზე. ქვედა სადგურის პროექტში ინტეგრირებულია ტურისტულ-ვიზიტორთა …
Continue reading “6,7 მილიონი ლარი შუახევის მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად”
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინს მოაწყობენ [ფოტო]
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ორხაზიანი ზიპლაინის ატრაქციონს ამონტაჟებენ. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე ზიპლაინი ტესტურ რეჟიმშია და მისი გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. ზიპლაინით სარგებლობა ფასიანი იქნება. ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა 2022 წლის 11 აპრილს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სასყიდლიანი იჯარის უფლებით [სარგებლობაში გაცემა] გამოაცხადა აუქციონი 70 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე, არანაკლებ 2 (ორი)-ხაზიანი ზიპლაინის …
Continue reading “ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინს მოაწყობენ [ფოტო]”
ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი მოეწყობა – დეპარტამენტი
აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა – იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. 1750 მეტრი სიგრძის ზიპლაინი ჩირუხის მთაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გაკეთდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ზიპლაინის ზედა სადგური ჩირუხის იალებში 2400 მეტრზე, ხოლო ქვედა სადგური 2060 მეტრზე განთავსდება. „არწივის ფორმის, 10-მეტრიანი ზედა სადგურიდან ზიპლაინით …
Continue reading “ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი მოეწყობა – დეპარტამენტი”