ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო ხვალიდან, პირველი ნოემბრიდან მუშაობას წყვეტენ. ათასობით დასაქმებული დროებით უმუშევარი რჩება. „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ორივე საწარმოში 100 %-იანი წილის მფლობელია, კომენტარს არ აკეთებს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, გუშინ, 30 ოქტომბერს, შპს „მაღაროელის“ თანამშრომლებს შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი და განუცხადა, რომ კომპანია 5 თვით, 2025 წლის აპრილამდე აჩერებს მუშაობას. დასაქმებულებს საშუალება ექნებათ ხელფასის …
Tag Archives: ზესტაფონი
კერძო კომპანიის მადანს შეწირული ქალაქი [ვიდეო]
ზესტაფონის ბაზართან ახლოს კერძო კომპანიამ 11 180 კვ.მეტრი ტერიტორია გადათხარა. ახლა აქ დაახლოებით 3-სართულიანი სახლის სიმაღლის ორმოა ამოთხრილი. არ ვიცით, ამის გამო რა საფრთხე შეექმნა აქ არსებულ შენობებს, სადაც მოქმედი კომერციული ობიექტებია განთავსებული, რადგან ეს საკითხი ჯერ არავის შეუსწავლია. კომპანიას აქ სასარგებლო წიაღისეულის ამოღების უფლება ისე მისცეს, რომ მისი მოპოვების ტექნოლოგიური სქემა არ წარუდგენია. ამ …
Continue reading “კერძო კომპანიის მადანს შეწირული ქალაქი [ვიდეო]”
ჰამაკებისა და მსგავსი ბაზრობების ნაცვლად ავტობანთან მოეწყობა სპეციალური სავაჭრო სივრცეები – დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ახალი მონაკვეთები გვერდს აუვლიან ხაშურის ე.წ. „ჰამაკების ბაზრობას“ და მსგავსი ტიპის სავაჭრო პუნქტებს სურამში, შროშასა და ზესტაფონში. „იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მათთვის მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით. ახალი სავაჭრო სივრცეები ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს …
ბაღდათი, ქუთაისი და სხვა ქალაქები – სად არ ითხოვენ არაფერს მოქალაქეები ბოლო 2 წელია პეტიციით
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები არასაკმარისადაა გამოყენებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა იმის დასადგენად, თუ რამდენად არიან ჩართულები ადგილობრივი მცხოვრებლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რამდენად აბარებენ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირები ანგარიშს მოქალაქეებს და რამდენად ეფექტიანია საქართველოს თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მოქალაქეთა ჩართულობის …