რატომ არ აწვდიან გაზს მოსახლეობას ქობულეთის სოფლებში, სადაც მილები შარშან გაიყვანეს

ქობულეთის სოფლებში – ალამბარსა და მუხაესტატეში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაზის მილების გაყვანა 2021 წლის აპრილში დასრულდა, თუმცა მოსახლეობის გაზიფიცირება ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ სოფლებში გაზსადენი ქსელის მოსაწყობად ბიუჯეტიდან ჯამში 3 083 678 ლარი დაიხარჯა. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ გაზიფიცირების არდაწყების მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია, რასაც „ბათუმელებთან“ უარყოფს პროექტის განმახორციელებელი „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“. „ჩატარდა შესაბამისი …

დარღვევები აჭარის გზების დეპარტამენტის საქმიანობაში – აუდიტმა ანგარიში გამოაქვეყნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა შენახვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის მიერ დეპარტამენტში აღმოჩენილ დარღვევებზე განცხადება, დაახლოებით ორი თვის წინ, ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. ოპოზიციამ მაშინ აუდიტის პირველადი ანგარიში გაასაჯაროვა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 2016-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, …

ზენითსა და ოჩხამურში ქობულეთის მერია ადმინისტრაციულ შენობებს აშენებს

დაბა ოჩხამურსა და სოფელ ზენითში ადმინისტრაციული შენობების მოსაწყობად ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერები გამოაცხადა. ორთავე შენობის ასაშენებლად საჭირო სავარაუდო თანხა ჯამში 221 680 ლარია. შენობები ერთსართულიანი იქნება. ადმინისტრაციულ შენობაში პროექტით გათვალისწინებულია სამი სამუშაო ოთახი, სააქტო დარბაზი, ორი საპირფარეშო [ერთი საპირფარეშო გათვლილია შშმ პირთატვის]. შენობაში მოეწყობა ერთიანი გათბობის სისტემა. შენობის უკან მოეწყობა ასევე სეპტიკური სალექარი, რომელზეც დაერთდება შენობაში …

სოფელ ზენითში გზის რეკონსტრუქციის გამო აჭარის პროკურორს მიმართავენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი, აჭარის პროკურორს, ნათია სონღულაშვილს და აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, კახაბერ კირტავას, ქობულეთის სოფელ ზენითში გზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით წერილით მიმართავს. ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი გზის რეკონსტრუქცია ბიძინა ივანიშვილისთვის ამოთხრილი ხეების გადატანას ემსახურება, ვინაიდან ეს გზა ერთხელ უკვე …

ივანიშვილისთვის ამოთხრილი ხეები ზენითიდან ვერ გააქვთ და სასმელი წყლით რწყავენ [ფოტო]

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითიდან ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად 5 მრავალწლოვანი ხეა გამზადებული. აქ სამი ხე ერთი თვის წინ ამოთხარეს. ეს ხეები ვერ გაიტანეს და გზის სივიწროვის გამო, ჯერჯერობით, ვერც გაიტანენ, ამიტომ ადგილზე კუსტარული სარწყავი სისტემა მოაწყვეს და ყოველდღიურად რწყავენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხის გატანას ხელს უშლის გზა, რომელზეც ამ სიმძიმისა და გაბარიტის ტვირთის გატარება შეუძლებელია. ამოთხრილ …

Exit mobile version