ოკუპირებულ ზაპოროჟიეში რუსეთთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმს გეგმავენ

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ოკუპირებული ზაპოროჟიეს პრორუსულმა ხელისუფლებამ რუსეთთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარების განკარგულება გამოსცა. ოლქის მეთაურმა ევგენი ბალიცკიმ დოკუმენტს მელიტოპოლში საზოგადოებრივი მოძრაობის – „ჩვენ რუსეთთან ვართ“, ფორუმზე მოაწერა ხელი. „ვეყრდნობით თავისუფალი არჩევანის პრინციპს, ვითვალისწინებთ ჩვენი რეგიონის თითოეული მცხოვრების აზრს და ვაცხადებთ რეფერენდუმს ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სრულფასოვანი სუბიექტის სტატუსით შესვლის შესახებ. ჩვენ ერთი …

ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსებმა სამხედრო ბაზად აქციეს – WSJ

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად გადააქციეს. შეიტანეს ტექნიკა, შეიყვანეს 500-ზე მეტი სამხედრო და ტერიტორიის გარშემო სანგრებს თხრიან. ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, The Wall Street Journal-ი ევროპელ და უკრაინელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის არმია ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურს თავდაცვით ფარად იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ატომური ელექტროსადგურიდან …

ხერსონის ბუჩა – როგორ იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ადამიანებს უკრაინის სამხრეთში

წყარო: BBC News/ Україна თავისი ბინის ფანჯრიდან ალექსანდრამ რამდენჯერმე დაინახა, როგორ მიათრევდნენ მინდორში ვიღაცას. მანქანიდან გადმოიღეს, გზის პირს მოშორდნენ და გადააგდეს. ნაგავივით. ერთხელაც, ალექსანდრამ გადაწყვიტა, იმ ადგილთან ახლოს მისულიყო  – ბალახზე გამხდარი, შავთმიანი კაცი ეგდო. „ეტყობოდა, რომ ნაწამები იყო. ფანჯრიდან ვუყურებდი იმ მინდორს და დანაშაულის გრძნობა მტანჯავდა. მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მოყოლაც კი არ …

უკრაინა: რუსეთმა ზაპოროჟიეში თეთრი ფოსფორის ბომბი გამოიყენა

რუსეთს ზაპოროჟიეს რეგიონში ქიმიური იარაღის – თეთრი ფოსფორის ბომბის გამოყენებაში ადანაშაულებს უკრაინა. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ივან არიეფიევმა განაცხადა. „პოლოგის რაიონის სოფელ ნოვოდანილივკაში ფოსფორიანი საბრძოლო მასალის საარტილერიო დაბომბვის შედეგად ხრუსტალკოვას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ზაპოროჟიეს რეგიონში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლო. არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც …

ტურისტულ სეზონზე ბათუმი-ზაპოროჟიეს ავიარეისი კვირაში ორჯერ შესრულდება

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას გეგმავს ტურისტულ სეზონზე. ფრენები ბათუმის მიმართულებით უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიედან განხორციელდება. საჰაერო მიმოსვლა ბათუმი-ზაპოროჟიეს შორის 2017 წლის 21 ივნისიდან დაიწყება. რეისები 15 სექტემბრამდე, კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, Boeing B737, Airbus A320/321 და EMBRAER ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. ახალ მიმართულებაზე რეგულარული რეისების დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკისა …

Exit mobile version