VTB-ის მომხმარებლებმა სესხების განულებაზე შეტყობინება მიიღეს – ბანკის განმარტება

დღეს, პირველ მარტს, „ვითიბი ბანკის“ მომხმარებლებმა მიიღეს შეტყობინებები სესხების განულებაზე. ბანკის განმარტებით, სესხები გადაეცა „ბაზისბანკს“ , ამიტომაც შეტყობინებების გაგზავნა „ჩვეულებრივი პროცედურული საკითხი იყო.“ მოკლე ტექსტური შეტყობინება არ შეიცავდა ინფორმაციას სესხების „ბაზისბანკში“ გადაცემის თაობაზე, რამაც მომხმარებელი დააბნია. სესხების „ბაზისბანკში“ გადასვლის თაობაზე „ვითიბი “ ბანკმა ინფორმაცია 27 თებერვალს გაავრცელა. გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაკისრებული სანქციების შედეგად …

VTB-ის მეანაბრეები და მსესხებლები „ბაზისბანკის“ მომხმარებლები გახდებიან

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ განცხადებით, „ვითიბის“ ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება „ბაზისბანკის“ მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც „ბაზისბანკის“, ასევე „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში“. „სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ უმთავრესი მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე“ – აღნიშნულია ბანკის მიერ …

ეროვნული ბანკი არ და ვერ შეუწყობს ხელს სანქციების გვერდის ავლას – სები

„სხვადასხვა რუსული არხების მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს. ეს არის ტყუილი და იმ ომისა და აგრესიის ნაწილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს“- აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომელიც სებმა დღეს, 27 თებერვალს გაავრცელა. „ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს …

ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა

ვითიბი ბანკისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ვითიბი ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. ახალი შეთანხმების თანახმად ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი ორი წლის განმავლობაში იქნება. თანამშრომლობა მოიცავს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ყველა ჩემპიონატის, სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას. ამასთან ერთად …

ბათუმში ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა

ბათუმში, ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა. ფილიალი ნიკოლოზ ბართაშვილის 31/ფარნავაზ მეფის 55 ნომერში, მდებარეობს. აღნიშნული ფილიალი ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფილიალს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ დროისთვის აღარ ფუნქციონირებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  ფილიალი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულ  წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. ფილიალში მდებარეობს ვიდეო ბანკის ზონა, ასევე პრემიუმ კლიენტების მომსახურების სივრცე. ვითიბი ბანკი  საქართველოში 33  წერტილით …

ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო

ვითიბი ბანკი მომხარებელს სთავაზობს აქციას სამომხარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე, ხოლო თავდების უზრუნველყოფით 45 000-ლარამდე თანხის აღება. სესხის მაქსიმალური ვადა 4 წელია. ვითიბიში სესხის აღება შესაძლებელი გამარტივებული წესით და შემოსავლების ადგილზევე დადასტურებით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან იწყება, ეფექტური 12,8%-დან. აღსანიშნავია რომ აქციის ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება სამი თვის შემდეგ არის …

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ონლაინმაღაზია გაიხსნა

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ონლაინმაღაზია გაიხსნა, სადაც ქართული ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ეკიპირების და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა ონლაინრეჟიმში, ვებგვერდზე – www.funshop.ge  შეუძლიათ. მაღაზიაში შესაძლებელია ეროვნული ნაკრების სათამაშო და გულშემატკივართა მაისურების, შარვლების, გამოსასვლელი ზედების და სხვა პროდუქციის შეძენა. ონლაინმაღაზიაში ბავშვებისთვის შექმნილი პროდუქციაც არის წარმოდგენილი. უფასო მიტანის სერვისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, …

ვითიბი ბანკი ყველა მსურველს შემოსავლის დაფიქსირებას Mastercard Debit ბარათზე სთავაზობს

ვითიბი ბანკის ახალი შეთავაზება შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პირს დააფიქსიროს საკუთარი შემოსავალი ბანკში. იმ პირებს, ვისი შემოსავალიც არ ირიცხება არც ერთ ბანკში, არიან თვითდასაქმებული ან სისტემატიურად იღებენ ფულად გზავნილებს, შეუძლიათ  თანხა შეიტანონ აღნიშნულ ბარათზე და ისარგებლონ სახელფასო კლიენტის ყველა უპირატესობით. Mastercard Debit ბართზე ასევე შესაძლებელია ხელფასის გადმოტანა ან სხვა ნებისმიერი შემოსავლის სისემატიური ჩარიცხვა, საბანკო მომსახურების გარდა …

ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო

8 ოქტომბრიდან ვითიბი ბანკი იწყებს აქციას სამომხმარებლო სესხებზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, თავდებობის უზრუნველყოფით 45 000-ლარამდე სესხის, ხოლო უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე თანხის აღება, 5-წლამდე ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან 13,9%-მდე (ეფექტური   საპროცენტო განაკვეთი 12,8%-დან – 17,2%-მდე). აღსანიშნავია რომ აქციის ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება 2019 წლიდან არის შესაძლებელი. ამასთან ერთად, გაუმჯობებსებული პირობები, სესხების გაერთიანების და …

„ვითიბი ბანკი“ სამომხმარებლო სესხზე საგაზაფხულო აქციას იწყებს

15 მარტიდან „ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს სთავაზობს საგაზაფხულო აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 45 000-ლარამდე სესხის აღება 4-წლამდე ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 5,9%-დან 11,9%-მდე (ეფექტური   საპროცენტო განაკვეთი 11,45%-დან – 14,99%-მდე). აქციის პირობების თანახმად სესხის განაკვეთი დამოკიდებულია ვადაზე, რაც ნაკლებია ვადა, მით ნაკლებია პროცენტი. აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხი გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით, უზრუნველყოფის გარეშე. სესხებზე საგაზაფხულო აქციის პირობები …

ვითიბი ბანკი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორი გახდა

28 ნოემბერს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა, ღონისძიება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით შედგა. ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია, ის მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. წლევანდელ ოლიმპიადაში მონაწილეობას  1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე იღებს. ღონისძიება საზეიმოდ გახსნა და შეკრებილ ბავშვებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ოლიმპიადა 9 …

კლიენტი ბანკს და ბანკი კლიენტს სასამართლოში უჩივის – უარი სესხის გალარებაზე

მოქალაქე ნანა ღვინჯილიას დოლარში აღებული სესხის გალარებაზე „ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ უარი უთხრა. სესხი დოლარში ნანა ღვინჯილიამ 2013 წელს აიღო. მას შემდეგ, რაც მთავრობამ დოლარში აღებული სესხის გალარებაზე დაიწყო საუბარი და დადგენილებასაც მოაწერა ხელი – მიმდინარე წლის 11 იანვარს მოქალაქემ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მიმართა, სადაც სესხი ჰქონდა აღებული. ამბობს, რომ ბანკისგან პასუხი საერთოდ არ მიუღია. პირიქით, …

Exit mobile version