ბულვარში ველობილიკს შეაკეთებენ და მწვანედ შეღებავენ – დაიხარჯება 1,9 მილიონი ლარი

ბათუმის ბულვარში ველობილიკის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 998 ათას 40 ლარი დაიხარჯება. სწორედ ამ თანხაზე გააფორმა ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება კომპანია „არალისთან“. პროექტის მიხედვით, შეკეთებული ველობილიკი ბულვარის ტერიტორიაზე [იახტკლუბიდან ახალი ბულვარის ამფითეატრამდე] მწვანედ შეიღებება. ახალი ბულვარის ამფითეატრიდან აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმართულებით კი, ველობილიკი წითლად დარჩება შეღებილი, ვინაიდან ეს მონაკვეთი არ არის გადაცემული ბულვარის მართვაში და არც ქალაქის …

ბათუმში დაზიანებული ველობილიკების აღსადგენად 328 ათას ლარს დახარჯავენ

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე დაზიანებული ველობილიკის გამოცვლის სამუშაობი მიმდინარეობს. ველობილიკის ნაწილს ცვლიან ვაჟა-ფშაველას ქუჩის დასაწყისშიც. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები ტროტუარებისა და ველობილიკების აღდგენაზე ჩატარებული ტენდერის ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია განსაზღვრული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ესია ჯგუფი“ ატარებს. მერიის სამმართველომ „ესია ჯგუფთან“ ხელშეკრულება 500 ათას ლარზე 2023 წლის 11 სექტემბერს გააფორმა …

ბულვარში ველობილიკს მწვანედ შეღებავენ და გაანათებენ – ორმილიონიანი ტენდერი

ბათუმის ბულვარი ველობილიკის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტის მიხედვით, შეკეთებული ველობილიკი ბულვარის ტერიტორიაზე [იახტკლუბიდან ახალი ბულვარის ამფითეატრამდე] მწვანედ შეიღებება, ბილიკის მთელ სიგრძეზე კი მოეწყობა განათება. ბულვარის ადმინისტრაციამ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2 მილიონ 42 ათას 598 ლარით გამოაცხადა. ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები ეტაპობრივად, კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად უნდა შესრულდეს და მთლიანობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან …

რატომ არ სრულდება ველობილიკების მოწყობის გეგმა, რომელიც 1 წლის წინ დაამტკიცეს

ბათუმის ქუჩების რეაბილიტაციისთვის ყოველწლიურად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. მიმდინარე პროექტები ველობილიკების მოწყობას არ ითვალისწინებს, მაშინ, როცა ქალაქის ველოსტრატეგია უკვე დამტკიცებულია. მომავალში ველო-ქსელის მოწყობისას, რეაბილიტირებული ქუჩები ხელახლა უნდა გათხარონ, რომ ველობილიკები მოაწყონ? – ვკითხეთ მერიის შესაბამის სამსახურს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. არასამთავრობო ორგანიზაცია „love to ride – Batumi“-ის დამფუძნებელი, ანა ნიქაბაძე გეგმის განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს. მისი …

ბათუმში ველობილიკებს ღებავენ

ბათუმში ველობილიკების შეღებვა დაიწყეს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „სამუშაოები დაწყებულია და მშრალი ამინდის პარალელურად, აქტიურ რეჟიმში ხორციელდება“. „ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რა ოდენობის თანხაა გამოყოფილი ქალაქში ველობილიკების მოსაწესრიგებლად. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ველობილიკებს ორგანიზაციის ბალანსზე არსებული საღებავის მარაგით აწესრიგებენ. „ამ ეტაპზე განახლდა ველობილიკის ზოლები ასათიანის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის კვეთამდე), ბაქოს ქუჩაზე (შავშეთის ქუჩის კვეთიდან „ბელუქსის“ …

ველოსიპედები საათში 5 ლარამდე გაძვირდა – კიდევ რა შეცვალა „ბათუმველომ“

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბათუმში განხლდა „ბათუმველოს“ ველოსიპედები და დაემატა ახალი ადგილები. „ბათუმველოს“ განკარგულებაში ამჟამად 14 ტერმინალი და 348 ველოსიპედია, თუმცა ტერმინალებზე მხოლოდ 70 ველოსიპედია განთავსებული. „მიმდინარეობს დანარჩენი ველოსიპედების განახლება და მათი ჯიპიარეს სისტემით აღჭურვა. ეს 70 ველოსიპედი ამ სისტემით უკვე აღჭურვილია“, – გვითხრეს კომპანიაში. ველოსიპედით სარგებლობის გამარტივების მიზნით კი შემუშავდა ახალი სერვისები: ბათუმველოს ახალი Web …

ქედასა და შუახევს 6-კილომეტრიანი ველობილიკი დააკავშირებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, მთიან აჭარაში პროფესიონალი და მოყვარული ველოსიპედისტებისთვის ახალი ველობილიკი მოეწყობა. 6-კილომეტრიანი ველომარშრუტი შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დააკავშირებს. დეპარტამენტის ცნობით, მარტივ საველოსიპედო ბილიკთან  ერთად  ე.წ. Down Hill–ის,  ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. „სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედო ინფრასტრუქტურა რეგიონში პირველად იქმნება. პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის …

ბულვარი ველობილიკზე ამორტიზებულ ფილებს აღარ შეცვლის, მაგრამ გადაღებავს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში 2018 წელს აცხადებდნენ, რომ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ველობილიკი ამორტიზებული იყო და ის ბეტონის საფარით უნდა შეეცვალათ. ეს პროექტი ვერ განხორციელდა, დღეს კი, არსებული ველობილიკის მხოლოდ  გადაღებვა იგეგმება. ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ  ველობილიკზე არსებული ფილები არც წელს შეიცვლება. ველობილიკის მიმდინარე სარემონტო-სამღებრო სამუშაოებს ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 246 171 ლარია და …

ბულვარში ველობილიკი ამ სეზონზე არ შეკეთდება – 1,7 მილიონი ლარი და ტენდერი განმეორებით

1 763 113 ლარი, ველობილიკის შესაცვლელად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას მიმდინარე წლის იანვარშივე ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე ვერ დაიწყო. ერთი ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა – პრეტენდენტ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს. ხელახალი ტენდერი ბულვარმა ახლა გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 6 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. სატენდერო თანხა უცვლელია. ტენდერის პირობის მიხედვით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ველობილიკის …

ბათუმობაზე საღებავებით გაკეთებული წარწერები ველობილიკებზე [ფოტო]

ბათუმობაზე, ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული ინსტალაცია „გრაფიტი“, რომელიც „პულვილიზატორებით“, სპეციალურად შეკერილი რკინის 4 სართულად და კუბებად დატიხრული კონსტრუქციის მოხატვას გულისხმობდა, მოხალისეებმა მემედ აბაშიძის ქუჩის ქვაფენილზე და ველობილიკზეც გადაიტანეს. ქუჩის ამ მონაკვეთს, წვიმის მიუხედავად წარწერები კვლავ მკვეთრად ეტყობა. „ბათუმობა 2017“-ის ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან წელს 210 925 ლარი დაიხარჯა. ველობილიკების საფარის შეღებვაზე კი 2017 წელს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს …

Exit mobile version