ბათუმში 1 პირი დააკავეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა სოლიდარობის აქციაზე

მას შემდეგ, რაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა დააანონსა, რომ რიონის ხეობაში შეკრებილი აქციის მონაწილეები ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩის პიკეტირებისთვის დაიძრნენ, ბათუმშიც სცადეს „სიმბოლურად“ გადაეკეტათ ქუჩა. სწორედ ამ დროს, ზებრა გადასასვლელზე პოლიციამ 1 პირი დააკავა. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებული DJ ბაბა. ის პოლიციის უხეში ზემოქმედების შედეგად სავარაუდოდ დაშავდა. „სალტო გააკეთებინეს და წააქციეს“, – ამბობენ …

„ამ ყველაფერთან კავშირი არ გვაქვს“ – ვარლამ გოლეთიანი მაჩალიკაშვილის აქციიდან გაძევებაზე

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციიდან მალხაზ მაჩალიკაშვილი მათ არ გაუძევებიათ და ამ ფაქტთან რიონის ხეობის დამცველებს კავშირი არ აქვთ. გოლეთიანის კომენტარს ინტერნეტგამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს. „ინტერნეტ სივრცეში ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რიონის ხეობის მცველებმა ბატონი მაჩალიკაშვილი გააძევეს აქციიდან, რაც არის მიუღებელი აბსოლიტურად, არანაირი კავშირი არ გვაქვს …

გოლეთიანი წულუკიძეების საქმეზე: მუსლიმი ძმების უარყოფითი განწყობა მოწინააღმდეგების ინტერესშია

„ის, რაც ჩვენ გვაზიანებს, არის ის, რომ ჩვენს მუსლიმ ძმებს ჩვენი მისამართით უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდათ, ეს არის დამაზიანებელი მოძრაობისთვის, ამ საქმისთვის, ამიტომ ეს შედის ჩვენი მოწინააღმდეგების ინტერესებში და მათგან არის მართული,“ – მიმართა დღეს, 16 აპრილს ფეისბუქლაივით რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა დაკავებულ წულუკიძეებს და ჭელიძეებს, რომლებიც 12 აპრილს ნამახვენჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, 15  …

Exit mobile version