„თავისუფლება მიშას“ – ვარდების რევოლუცია ბათუმშიც გაიხსენეს

ბათუმში, ვარდების სკვერში, ვარდების რევოლუცია გაიხსენეს, რომელიც 18 წლის წინ, 23 ნოემბერს შედგა. ვარდების სკვერში მოქალაქეები შეიკრიბნენ, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და საკრებულოს წევრები. აქციაზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. „თავისუფლება მიშას“ – ამ ლოზუნგით დღეს, 23 ნოემბერს, სხვადასხვა ქალაქში მოეწყო აქცია. ,,ვარდების რევოლუციის” მე-18 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში ცოცხალი ჯაჭვის აქცია იმართება.

ბათუმში, ვარდების სკვერში, ზურაბ გორგილაძის ბიუსტს დადგამენ

ბათუმში, ვარდების სკვერში პოეტ ზურაბ გორგილაძის ბიუსტს დადგამენ. მარმარილოს პოსტამენტი სკვერში უკვე განთავსებულია, ბრინჯაოს ბიუსტი კი მოგვიანებით დაიდგმება. ბიუსტის დამზადება და სკვერში განთავსება 40 ათასი ლარი დაჯდება. „იდეის ავტორები ვართ მე და მწერალი დავით თედორაძე, მოქანდაკე კი დავით ბოლქვაძეა. ხელშეკრულების მიხედვით, ბიუსტის დადგმის ვადა ორ დღეში იწურება, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო პროცესი გავაჩერე. ბიუსტი ჩემი …

ვარდების სკვერი სანაგვე ურნების გარეშე [ფოტო]

ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ვარდების სკვერში, ბოლო რამდენიმე თვეა არც ერთი სანაგვე ურნა არ დგას. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ „სკვერში განთავსებული ურნები იყო დაზიანებული, ისინი გაიტანეს და მათ უტარდებათ რეაბილიტაცია. ურნებს, რეაბილიტაციის შემდეგ, უახლოეს პერიოდში კვლავ დააბრუნებენ სკვერში“. სკვერს, რომელიც მერიის ადმინისტრაციული შენობის გვერდითაა, ოთხი მხრიდან ქუჩა ესაზღრება. „სკვერის მიმდებარედ, ამ ქუჩებზე არის განათების ბოძები, …

„ვარდების სკვერი“ ბათუმში ვარდების გარეშე

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, დაახლოებით 12 წლის წინ გაშენებულ „ვარდების სკვერში“ დღეს ვარდები თითქმის აღარ არის. რატომ არ არის ვარდები „ვარდების სკვერში“ – ამის გარკვევას ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურში შევეცადეთ. აქ გვითხრეს, რომ „სკვერისთვის სახელი მათ სამსახურს არ დაურქმევია და ამასთან „ვარდების სკვერი“ არ ნიშნავს, რომ აქ მაინცადამაინც ვარდები უნდა იყოს. იგეგმება კი განახლება სკვერის და …

ვარდების სკვერში ქვაფენილი ამოყრილია

ბათუმში, ვარდების სკვერში, გარკვეულ მონაკვეთზე ქვაფენილი ამოყრილია, რაც დისკომფორტს უქმნის მოქალაქეებს. ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, სკვერში ქვაფენილისა და სკამების დამაგრება 6 მაისისთვის არის დაგეგმილი. „გეგმიური სამუშაოები ყველა სკვერში გვაქვს დაგეგმილი. „ვარდების სკვერშიც“ შაბათს, 6 მაისს, მოხდება სკამების და ფილების დამაგრება,“ – ამბობს ალექსანდრე თევზაძე. ვარდების სკვერში ქვაფენილი ამოყრილია.

Exit mobile version