როცა ქალის მოკვლის საფრთხეა, რატომ არ იყენებს შსს ელექტრო სამაჯურს – ინტერვიუ

სახალხო დამცველის ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 2021 წელს ოჯახში ძალადობის 9376, ასევე ქალთა მიმართ სხვა ძალადობის 744 შემთხვევაზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მათგან მხოლოდ 15 მოძალადეს გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური. ქალთა მკვლელობების ზრდის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასობით ელექტრონულ სამაჯურს არ იყენებს. „ბათუმელები“ უფლებადამცველ გოგა ხატიაშვილს ესაუბრა, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი იყო, როცა …

ელექტრონულ სამაჯურს მოძალადეებსა და მსხვერპლებს პირველი სექტემბრიდან გაუკეთებენ

პირველი სექტემბრიდან მოძალადეების წინააღმდეგ ელექტრონული სამაჯურების გამოყენებას დაიწყებენ. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ბრძანებას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უკვე მოაწერა ხელი. ელექტრონული სამაჯურების გამოყენებას „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ ახალი კანონი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც ელექტრონულ სამაჯურს მოძალადეს იმ შემთხვევაში გაუკეთებენ, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური …

ერთი ელექტროსამაჯურის შესაძენად 1790 დოლარი იხარჯება – რამდენი სამაჯური აქვს ხელისუფლებას?

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტრომ ახალი ელექტროსამაჯურები იყიდა. 80 სამაჯური „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ“ შეიძინა და თითოეულში 1790 ამერიკული დოლარი გადაიხადა. ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მოგვაწოდა. ამ უწყებას ვკითხეთ: რამდენი ელექტრონული სამაჯური აქვს იუსტიციის სამინისტროს და მათგან რამდენია დღეს გამოყენებული. ელექტრონულ სამაჯურებს 2018 წლის პირველი იანვრიდან იყენებენ. სამაჯურებს მაშინ უკეთებენ …

Exit mobile version