ეთნონაციონალიზმის წახალისება – რატომ შეუქმნა უმცირესობებს პარლამენტმა დიასპორების საბჭო 

საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს შექმნის იდეა, როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, პარლამენტის წევრ რიმა ბერაძეს ეკუთვნის, რომელიც ამ საბჭოს უხელმძღვანელებს. ოდიშარიამ საბჭოს დაარსების შესახებ განცხადების გაკეთებისას აღნიშნა, რომ შესაძლოა ამ საბჭოს შექმნამ გამოიწვიოს დისკუსია და „ვიღაცისთვის შეიძლება გახდეს თემა“. სოციალურ ქსელებში მართლაც …

უნდა ისწავლებოდეს თუ არა ქართული გალობა საჯარო სკოლებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეროვნულ მუზეუმში მე-10 საუკუნის სამუსიკო ნიშნების კვლევის პრეზენტაციის დროს თქვა, რომ ქართული ფოლკლორი და საგალობლები ყველგან „ყველა დასახლებულ პუნქტში“ უნდა ისწავლებოდეს. მას ამჯერად არ დაუკონკრეტებია, „ყველა დასახლებულ პუნქტში“ იგულისხმება თუ არა საჯარო სკოლებიც. მანამდე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თქვა, რომ სკოლებში საგალობლების სწავლების დაწყებას მას პრემიერი დაჰპირდა. „მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა …

ბათუმში რუსული დროშის ფრიალის საქმე – ეკა ჭითანავა რუსეთის მოქალაქეს ცრუ დასმენაზე უჩივის

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ეკა ჭითანავამ, რუსეთის მოქალაქეს ცრუ დასმენაზე უჩივლა. მან გამოძიებას განცხადებით უკვე მიმართა. ამ დრომდე რუსეთის მოქალაქე ეკა ჭითანავას ძალადობაში სდებდა ბრალს. საუბარია შაბათს, საღამოს, ანბანის კოშკთან მომხდარ ინციდენტზე – დიდ ეკრანთან შეკრებილი რუსეთი-ხორვატიას მატჩს უყურებდნენ. მატჩის ყურების დროს რუსეთის დროშის ფრიალი ეკა ჭითანავამ გააპროტესტა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. რუსეთის მოქალაქემ, …

Exit mobile version