„კაშხლებზე ინციდენტებისა და ავარიების რისკი მაღალია“ – რა პროექტის დაფინანსება შეწყვიტა USAID-მა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობების [კაშხლების] უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებლად უნდა შემუშავდეს ტექნიკური რეგლამენტი. რეგლამენტის შემუშავებაზე სამინისტრო USAID-თან თანამშრომლობდა, თუმცა დონორმა ორგანიზაციამ შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, რის გამოც სამუშაოები სამინისტროს სახსრებით უნდა გაგრძელდეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულებისთვის საჭიროა 192 ათას 275 აშშ დოლარი, რასაც სამინისტრო ტენდერის გარეშე დახარჯავს. „ხაზგასასმელია, რომ საქართველოში არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების [კაშხლები] …

195 000 ლარი ჯარიმა გერმანიის მიერ პროფესიულ განათლებაში გამოყოფილი თანხის ვერათვისების გამო 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საინვესტიციო პროექტებში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი. ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი 3.4 მლნ ლარი, რომელიც პროფესიული განათლებისთვის იყო გამოყოფილი, სახელმწიფომ ვერ აითვისა, რისთვისაც 195 000 ლარით დაჯარიმდა. „ბათუმელები“  განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა თუ რატომ ვერ მოახერხა სახელმწიფომ გამოყოფილი თანხის ათვისება …

რამდენი სესხი აიღო სახელმწიფომ წელს – 2,4 მილიარდი ლარი უკვე ჩამორიცხულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფომ სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციისგან ჯამში 540 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიარდ 59 მილიონ 790 ათასი ევრო ისესხა. თანხის ნაწილი უკვე გადმორიცხულია. წელს სახელმწიფო დამატებით 75 მილიონ ევროს ოდენობის გრანტზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით, აღნიშნული სესხიდან საქართველოში უკვე ჩამორიცხულია ჯამში 2 მილიარდ …

სად შეგიძლია ხვალ სისხლის დონორი გახდე – აქცია ბათუმში

14 ივნისს  სისხლის დონორის მსოფლიო დღე აღინიშნება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ამ დღესთან დაკავშირებით სისხლის უანგარო დონაციის აქციას აწყობს. აქციაში სამინისტროების, მუნიციპალიტეტების მერიებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. სისხლის ჩასაბარებლად მსურველები ხვალ, 14 ივნისს, 11:00 საათზე, სისხლის ბანკ „ჰემა 2012“-ში (მის: ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. N159ბ) უნდა მივიდნენ. ?სისხლის ჩაბარება ყველას შეუძლია, თუ კი: დონორობის მსურველის ასაკი …

Exit mobile version