გამაჯანსაღებელი ცენტრი და კოშკი სარფში  – რას აშენებს ბიზნესმენი ტვილდიანი 

დიმიტრი ტვილდიანის მიწის ნაკვეთი სარფში ერთ ჰექტრამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან ჯერ მიიტაცა სახელმწიფო მიწა, შემდეგ კი ოფიციალურად იყიდა და დაირეგისტრირა. დიმიტრი ტვილდიანის სურვილები სარფის ლანდშაფტურ ზონაში ამით არ შემოფარგლულა, გაიზარდა მისი მშენებლობის მასშტაბებიც – დაგეგმილი ორსართულიანი შუშის შენობა ჯერ ოთხსართულიან შენობად იქცა, შემდეგ კი ორი ტერასული სართულიც დაემატა. ცოტა ხნის წინ ტვილდიანმა კოშკის …

ბიზნესმენმა სარფში სახელმწიფო მიწა დაიკავა და სასტუმროს უკანონოდ აშენებს

ექიმი და სამედიცინო ბიზნესით დაკავებული დიმიტრი ტვილდიანი, სარფში 3008 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, სასტუმრო-კომპლექსს უკანონოდ აშენებს. სწორედ ეს მიწის ნაკვეთი გამოიტანა სახელმწიფომ ახლახანს აუქციონზე გასაყიდად. სავარაუდოდ მიწის ნაკვეთს სწორედ დიმიტრი ტვილდიანი იყიდის. მშენებლობაზე, როგორც ხელვაჩაურის, ასევე ბათუმის მერიას ნებართვა არ გაუცია, თუმცა უკანონო მშენებლობისთვის მშენებელი არც დაუჯარიმებია. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე …

სარფში 1კვ/მ მიწას ზღვის ხედით სახელმწიფო აუქციონზე 35 ლარად ყიდის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარფში მდებარე 1819 კვ/მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე 64 000 ლარად ყიდის. ბიჯი 1 000 ლარია. ანუ, 1კვ/მ სახელმწიფო მიწის საწყისი გასაყიდი ფასი 35 ლარი და 70 თეთრია. მიწის ნაკვეთი სარფში პირობების გარეშე იყიდება. აუქციონის დოკუმენტების მიხედვით, ნაკვეთი შემაღლებულ ადგილზეა, საიდანაც კარგად მოჩანს ზღვა და კვარიათი-გონიოს დასახლება. …

Exit mobile version