როგორ გავუმკლავდეთ ახლობლის გარდაცვალებით გამოწვეულ სევდას – გლოვის 5 ფაზა

ახლო ადამიანის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და სტრესული მოვლენაა ცხოვრებაში. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად გლოვობს, მაგრამ გლოვის პროცესი, ერთგვარი ფაზების სახით, მოიცავს სხვადასხვა ძლიერ ემოციას, სადაც შოკის ეფექტს ბრაზის განცდა ენაცვლება, ბრაზს დანაშაულის გრძნობა და ძლიერი სევდა. თანდათან ეს გრძნობები მსუბუქდება, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება დანაკარგის მიღება და ცხოვრების გაგრძელება დანაკარგთან ერთად. ფსიქოლოგი მაია ცირამუა განმარტავს, …

რა [არ] უნდა ვუთხრათ ადამიანს, რომელსაც დეპრესია აქვს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

დეპრესია ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს ხანგრძლივი მწუხრების განცდა და ცვლილებები აზროვნებასა და ქცევაში. დეპრესია განკურნებადია, თუმცა „კლუბი სინერგიას“ ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ დეპრესიის მქონე ადამიანები იშვიათად ეძებენ დახმარებას. „საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დაახლოებით 75% არ მიმართავს სპეციალისტს, რაც კოლოსალურად მაღალი რიცხვია” – ამბობს ლუკა გაფრინდაშვილი. ფსიქოლოგის …

ქცევები, რითაც შეიძლება ბავშვის შფოთვის ამოცნობა – იუნისეფი

ბავშვებს განსხვავებული რეაქცია აქვთ გარემოში არსებულ არასასურველ მოვლენებზე, თუმცა დისტრესის ზოგიერთი ნიშანი შეიძლება არც თუ ისე აშკარა იყოს. საქმე ის არის, რომ პრობლემების სახელდება და დახმარების მისაღებად მათზე საუბარი ბავშვებისთვის კი არა, ხშირად უფროსებისთვისაც დიდი პრობლემაა. ამას ისიც ართულებს, რომ კულტურა დიდ გავლენას ახდენს ემოციების გამოხატვის გზებზე. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში არ არის მიზანშეწონილი ისეთი ძლიერი …

როგორ გავუმკლავდეთ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას

მსოფლიოს მასშტაბით ორსული ქალების 10 პროცენტს და 13 პროცენტს იმ ქალებისა, რომელთაც ბავშვი გააჩინეს, დეპრესია აქვთ. განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია  – 15,6% – ორსულობის დროს და 19,8% – ბავშვის გაჩენის შემდეგ. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] წერს. დედის ასეთი მდგომარეობა უარყოფითად აისახება ბავშვის ზრდასა და განვითარებაზეც. „მხოლოდ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელ დედას …

დეპრესია – ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემა

დღეს, 7 აპრილს, 15:00 საათზე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, საქართველოს კუნგ-ფუსა და კარატეს ასოციაციასთან ერთად, 6 მაისის პარკში გამართავს ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს თემას, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური პრობლემაა და ყურადღებას ამახვილებს მისი გადაჭრის გზებზე. წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა დეპრესია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დეპრესია გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, …

Exit mobile version