საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში მაშველებმა დელფინი სიკვდილს გადაარჩინეს. დელფინი ბადეში იყო გახლართული. „მაშველებმა დელფინი იმ დროს შენიშნეს, როდესაც ის სანაპიროსთან ახლოს წყალმცენარეებიდან და ბადიდან გათავისუფლებას ცდილობდა. სამაშველო კატარღის დახმარებით მაშველებმა დელფინი ბადიდან გამოათავისუფლეს და ზღვაში, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხო არეალში გაუშვეს“, – ამბობს საგანგებო სამსახური.
Tag Archives: დელფინი
ბათუმში ზღვამ დელფინი გამორიყა
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროზე, ზღვამ დელფინი გამორიყა. ფოტოები ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა ფეისბუქში. როგორც „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, ჯგუფი ადგილზე გავა და შეისწავლის დელფინის გამორიყვის მიზეზს.
დელფინის მოკვლის გამო უცხოური დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი 40 900 ლარით დაჯარიმდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 მარტს ბათუმის სანაპიროსთან მოკლული დელფინი იპოვეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა სამართალდამრღვევი – თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი. სამართალდამრღვევმა აღიარა ჩადენილი ქმედება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი …
ბათუმთან დაღუპული თეთრგვერდა დელფინი იპოვეს
ცოტა ხნის წინ ბათუმის სიახლოვეს ნავიგაციური ტრავმით დაღუპული თეთრგვერდა დელფინი იპოვეს. დელფინის ფოტოებს გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს. ნავიგაციურ ტრავმაში იგულისხმება მცურავი საშუალების (გემი, კატერი, სკუტერი და სხვა) შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანება. არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, ასეთი შემთვევები ბათუმის სანაპიროსთან იშვიათია, შეიძლება წელიწადში მაქსიმუმ 3 შემთხვევა დაფიქსირდეს. ამავე თემაზე: წელს …
Continue reading “ბათუმთან დაღუპული თეთრგვერდა დელფინი იპოვეს”
კვების რაციონი ბათუმის დელფინარიუმში და გაყიდული ზღვის ლომები
შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ ზღვის ძუძუმწოვარი ბინადრებისთვის 3,5 ტონა გაყინული თევზის შეძენას გეგმავს ტენდერის გარეშე. ცენტრის ინფორმაციით, ეს აუცილებელია, რათა მარაგის ამოწურვის შედეგად დელფინებისა და სამხრეთ-ამერიკული ზღვის ლომების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. ორგანიზაციის განცხადებით, ეს ვითარება გამოიწვია იმან, რომ გაყინული თევზის შესყიდვაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. ტენდერებს თევზის შესყიდვაზე …
Continue reading “კვების რაციონი ბათუმის დელფინარიუმში და გაყიდული ზღვის ლომები”
ზღვამ კიდევ ერთი დელფინი გამორიყა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა დღეს გონიოს სანაპიროზე დელფინის გამორიყვის კიდევ ერთი შემთხვევა დააფიქსირა. დეპარტამენტმა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოს სანაპიროს სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) ნაპირზე გამორიყვის სულ 27 შემთხვევა დააფიქსირა. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთზე ამავე პერიოდში მინიმუმ 10 დელფინია გამორიყული. მეთევზეობისა და შავი ზღვის …
წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა, 3 ბათუმში (ჰილტონთან, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ და ბათუმის პორტთან), ერთი შეკვეთილში, ერთი ყულევში, ერთი მდინარე სუფსის შესართავთან. დეპარტამენტის ხელმძღვანელის არჩილ გუჩმანიძის თქმით, დღეს მათ ცხელ ხაზზე კიდევ ერთი შემთხვევის (მდინარე ჭოროხის შესართავთან) შესახებ შევიდა ინფორმაცია, რომლის სიზუსტესაც ამ დროისთვის სააგენტოს სპეციალური …
Continue reading “წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა”
ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა
დაახლოებით ერთი საათის წინ, ბათუმის დელფინარიუმში, დელფინ “მონიკას”, რომელიც შოუს მსვლელობისას სადემონსტრაციო აუზში იმყოფებოდა, დელფინი შეეძინა. ეს რიგით მეოთხე დელფინია, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში დაიბადა. დელფინარიუმის ადმინისტრაციის ცნობით, ახალშობილი დელფინისა და დედის უსაფრთხოების გამო, მათ შოუს თანმიმდევრობისა და სხვადასხვა ელემენტების შეცვლა მოუწიათ. მათივე ცნობით, დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. მას შემდეგ კი ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავს. მან …