აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1000-1000 ლარს გადასცემენ 2008 წლის აგვისტოს ომში და 2012 წელს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული სამხედრო მეომრების დედებსა და მეუღლეებს. თანხა აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. დახმარებას 31 ქალი მიიღებს. 2008 წლის აგვისტოს ომში საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების, მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრების, …
Tag Archives: დედის დღე
დაბრუნება არ გვიწერია, ჩვენ საქართველომ უკვე დაგვკარგა – 3 შვილის დედა ემიგრაციიდან
– დე, ჩემში რას შეცვლიდი, რა მოგწონს ჩემს ხასიათში, როგორი გინდა ვიყო? – არაფერს არ შევცვლიდი დე, შენ ყველაზე საყვარელი გოგო ხარ. ტკბილი, მშვიდი ხასიათი მომწონს შენი, თვალები, ყველაფერი… ჯანმრთელი მინდა იყო, სკოლაში რომ კარგად ისწავლო… ______________ ეს ლალი მოცრაძის და მისი 5 წლის შვილის დიალოგია. 33 წლის ლალის სამი შვილი ჰყავს – 6, 5, …
ყვავილები დედისათვის [ფოტო]
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. დღესასწაული უქმე დღედაა გამოცხადებული. დედის დღის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს უმაღლესმა საბჭომ 1991 წელს მიიღო და დააკანონა. ბათუმის ქუჩებში დღეს ბევრგან იყიდებოდა მინდვრის ყვავილები. ბავშვები და მოზრდილები შინ თაიგულებით მიიჩქაროდნენ, ყვავილებს კი ძირითადად მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ადამიანები ყიდდნენ. სევერიან კახიძე, ყვავილების გამყიდველი „დედა სიკვდილის წინ ჩემს სახელს იმეორებდა. ავად რომ …
როგორ მიულოცა პარლამენტმა ქალებს დედის დღე
დღეს, 3 მარტს, საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ. საქართველოს პარლამენტმა თავის ოფიციალურ გვერდზე დედის დღესთან დაკავშირებით შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა. „დედა ყველაზე მეტად მიყვარს, დედა ყველაზე საყვარელია, ის ყოველთვის ჩემს გვერდით არის როცა მჭირდება. მიყვარს მასთან ერთად სეირნობა როცა თავისუფალია. მაგრამ მაინც სუუულ დაკავებულია. ჩემი ოცნება არის პანდემია დამთავრდეს და სადმე წავიდეთ ერთად სამოგზაუროთ“, – ეს არის …
Continue reading “როგორ მიულოცა პარლამენტმა ქალებს დედის დღე”
აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გილოცავთ დედის დღეს
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება! ძვირფასო დედებო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გილოცავთ გაზაფხულის პირველ და ულამაზეს დღესასწაულს. დედაა სიცოცხლის, სიყვარულის და სიკეთის საწყისი და გამამრავლებელი დედამიწაზე. ქართულ ენაში ყველაზე ნათლადაა გადმოცემული ჩვენი დამოკიდებულება დედის მიმართ. სიტყვები: დედამიწა, დედა-სამშობლო, დედა ენა, დედაქალაქი, დედაბოძი ამის ნათელი გამოხატულებაა. ძვირფასო დედებო, გისურვებთ დღეგრძელობას, სიხარულის …
Continue reading “აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გილოცავთ დედის დღეს”
ფორმალურად დაფასებული დედის კულტი – ეთუნა ნოღაიდელის ინტერვიუ
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. გენდერის მკვლევარსა და ფემინისტს, ეთუნა ნოღაიდელს ვკითხეთ, რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება დედობის სტატუსის მიმართ და რეალურად რა გამოწვევის წინაშე დგებიან დედები დღეს. თქვენი აზრით, რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება დედის სტატუსთან დაკავშირებით? დედობის პრაქტიკასთან დაკავშირებით ალბათ ყველაზე დიდი სირთულე საქართველოში ისევ არის ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ რეალობიდან, სადაც მეტ-ნაკლები …
Continue reading “ფორმალურად დაფასებული დედის კულტი – ეთუნა ნოღაიდელის ინტერვიუ”
3 ათასი ლარი ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს, დედის დღესთან დაკავშირებით, 1000-1000 ლარს გადასცემს. სამინისტროს ინფორმაციით, „თანხა გადაეცემა 14 დედას და 7 მეუღლეს“. აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით კი, ჯანდაცვის სამინისტრო დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს დამატებით 3 000-3 000 ლარსაც გადასცემს.
ქედის გამგეობამ მრავალშვილიანი დედები დაასაჩუქრა
ქედის კულტურის ცენტრში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დასასრულს ქედაში მცხოვრებ 64 მრავალშვილიან დედასა და 9 ღვაწლმოსილ ქალს საჩუქრები გადასცეს. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალშვილიანი დედებისა და ღვაწლმოსილი ქალებისთვის საჩუქრად 73 შეკვრა ფაიფურის სახილე [შეკვრაში სამი ცალი], ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ზენდიდი 2015“ – მა შეიძინა. საჩუქრებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 103 ლარი და …
Continue reading “ქედის გამგეობამ მრავალშვილიანი დედები დაასაჩუქრა”
ხულოს გამგეობა მრავალშვილიანი დედებისთვის დანებსა და მადუღარას ყიდულობს
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ხულოში მცხოვრებ 45 მრავალშვილიან დედას დანების შეკვრასა და წყლის ელექტრომადუღარას გადასცემს. ტენდერში გამარჯვებულმა 45 შეკვრა [ერთ შეკვრაში ხუთი დანა] დანა და ამავე ოდენობის წყლის მადუღარა უნდა შეიძინოს. დანების შეკვრასა და წყლის მადუღარასთან ერთად, ამავე ტენდერში ხულოს გამგეობამ სუფრის ორგანიზება [20 კაცზე] ჩადო მოთხოვნად, სუფრა კი მწვადით, ოჯახურით, ხაჭაპურით, სინორით, ქათმის შემწვარი ტაბაკით, …
Continue reading “ხულოს გამგეობა მრავალშვილიანი დედებისთვის დანებსა და მადუღარას ყიდულობს”
შუახევში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა
დღეს, 14 საათზე, შუახევის კულტურის ცენტრში დედისა და ქალთა დღესასწაულებისადმის მიძღვნილი კვირეული იმედა მამალაძის სოლოკონცერტით გაიხსნა. კვირეული 9 მარტს დასრულდება და მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლებში გაიმართება. კვირეულის პროგრამაში შედის პოეზიის საღამო, საესტრადო მუსიკისა და ფოლკლორული კონცერტები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. „ასევე მუნიციპალიტეტი გეგმავს დასკვნით ღონისძიებაზე მრავალშვილიან დედებს გადასცეს ფასიანი …
Continue reading “შუახევში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა”
ბათუმის მერიამ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს სამი მარტი მიულოცა
ბათუმის მერიამ დედის დღესთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს ფულადი საჩუქრები გადასცა. მრავალშვილიან დედებს [5 და მეტი შვილი] 1000 ლარი, სოციალურად დაუცველ სამ და ოთხშვილიან დედებს შესაბამისად 300 და 400 ლარი და მარტოხელა დედებს 300 ლარი გადაეცათ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის გოჩა ჯიბლაძის თქმით, სულ 540 დედა დასაჩუქრდა. …
Continue reading “ბათუმის მერიამ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს სამი მარტი მიულოცა”
დედის დღე ბათუმში [ფოტო]
ფოლკლორული ფლეშმობი ბათუმის პიაცაზე
დღეს ბათუმის პიაცაზე დედის დღის აღსანიშნავად ფოლკლორული ფლეშმობი მოეწყო. ფლეშმობში 5 სხვადასხვა ანსამბლის 350-მდე მოცეკვავე მონაწილეობდა, რომლებმაც დედებს ქართული და თანამედროვე ცეკვის სინთეზით მიულოცეს დედის დღე. ფლეშმობის რეჟისორი აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ქორეგორაფი ამირან პაიჭაძეა.