ბათუმში, შარტავას ქუჩის ნაწილი დაიტბორა. კომპანია „ორბის“ მშენებლობაზე ტრაქტორმა წყლის მილი დააზიანა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, კომპანია თავად აღადგენს დაზიანებულ მილს. „ბათუმის წყალში“ ასევე განმარტეს, რომ წყლის მილის დაზიანება რამდენიმე უბანში წყალმომარაგების შეწყვეტას გამოიწვევს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე შეწყდება წყალმომარაგება ღამის 12 საათამდე. „ავარიული დაზიანების გამო, 19:30-დან 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება …
Tag Archives: დატბორვა
წვიმის დროს კორპუსის სახურავის დაზიანების შედეგად ოჯახები დაიტბორა
ბათუმში, პუშკინის ქუჩა #137/139-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობა დაიტბორა. მოსახლეობის თქმით, სახურავი დაზიანდა და წყალი მესამე სართულის ბინაშიც ჩავიდა. „ძლივს გამოვასწარით ისე ჩამოდიოდა წყალი, სრულად დაზიანდა ავეჯი… შუქიც არაა გათიშული კორპუსში, ყველგან წყალია… წყალი სახურავიდან წინა გაწვიმებაზეც ჩამოვიდა, მივედით მერიაში და ორშაბათისთვის დაგვიბარეს,“ – გვითხრა მოქალაქე ჟუჟუნა ჯიჯავაძემ. ამ დროისთვის [23:50] ადგილზე …
Continue reading “წვიმის დროს კორპუსის სახურავის დაზიანების შედეგად ოჯახები დაიტბორა”
როდის აღარ დაიტბორება ქობულეთი-ბათუმის გზა
„ქობულეთი-ბათუმის ტრასაზე, მემედ აბაშიძის ქუჩის მონაკვეთში, წყალი დგება, ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ავარიებიც ხშირად ხდება… ამას წინათ ავარიის შედეგად ადამიანიც დაიღუპა. არავინ გვაქცევს ყურადღებას. მივმართეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტს, საგზაო დეპარტამენტს. მოვიდნენ, დახედეს, შეგვპირდნენ და არჩევნების შემდეგ დაივიწყეს,“ – ეს შეტყობინება სოციალურ ქსელში ქობულეთიდან სულეიმან ბოლქვაძემ მოგვწერა. ქობულეთის მერიაში ადასტურებენ პრობლემას, რასაც მოქალაქე ასახელებს. „მაგრამ მოვლა-პატრონობა საქართველოს გზების …
Continue reading “როდის აღარ დაიტბორება ქობულეთი-ბათუმის გზა”
ბათუმის მერია: მხოლოდ ორი ქუჩის დატბორვაზე შემოვიდა ინფორმაცია
წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ბათუმის მერიის შპს “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, უკვე გაწმენდილია სანიაღვრე არხები ინასარიძის ქუჩაზე, “იალჩინის” მიმდებარე ტერიტორიაზე. დატბორილი იყო გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაც. “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, ამ დრომდე იქ მუშაობენ. “ბათუმის წყლის” პრესცენტრში ასევე გვითხრეს, რომ რომელიმე სხვა ქუჩის ან სახლის დატბორვის შესახებ მათთან ინფორმაცია ამ დრომდე არ შესულა.
სტიქიის შედეგები ქობულეთში
ქობულეთში სტიქიიდან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სამაშველო სამსახურის ორგანიზებით დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს, ასევე იწმინდება დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები. გადაუღებელი წვიმის შედეგად ღამით მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ქუჩა, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც მეწყერული პროცესები გააქტიურდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები, იწმინდებოდა სანიაღვრე არხები …
ძლიერი წვიმის შედეგად მახინჯაური დაიტბორა [ფოტო]
უხვი ნალექის გამო მახინჯაური დაიტბორა. ბათუმის მერიის განცხადებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს „ბათუმის წყალი“. ბათუმის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელი ხაზის ნომრებზე: 27 26 06; 24 22 22“ რეზი ბოლქვაძის ფოტოები.