ძველ ბულვარში მაღლივი შენობების მშენებლობას აპროტესტებენ – აქცია ბათუმში

„ამბასადორი ბათუმის“ მიერ ზონალურ საბჭოში წარდგენილი პროექტის გამო, ბათუმში დღეს, 4 იანვარს, გამაფრთხილებელი აქცია იმართება. მოქალაქეები ძველ ბულვარში 15-სართულიანი შენობის შესაძლო აშენებას აპროტესტებენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საჯარო განცხადების გაკეთებას ითხოვენ, რომ ბულვარში მაღლივი შენობა არ აშენდება. „მიგვაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ინვესტორების ინტერესების დაკმაყოფილება ბათუმის ძველი ბულვარის დამახინჯების ხარჯზე. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს პასუხისმგებელი …

მერია ბულვარზე უარს არ ამბობს, მაგრამ არც იბრუნებს

მერია ბათუმის ბულვარს მართვაში არ იბრუნებს, ამის მიზეზად კი ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სასამართლო დავებს ასახელებს. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის ინიციატორი რატომღაც არა ბათუმის მერი ან მერიაა, არამედ საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქცია. სხდომაზე საკითხის წარდგენისას საკრებულოს იურისტს არ ჰქონდა არგუმენტირებული პასუხები კითხვაზე, რატომ ვერ შეძლებს ბულვარის საქმეების გაგრძელებას მერიის „აიპი“, რომელიც სპეციალურად ბულვარის სამართავად შექმნეს. …

აჭარის მთავრობა: ბულვარის კონსერვაცია წელს ვერ მოხდება

ბათუმში, ევროპის მოედანზე ძველი ბულვარის დასაცავად გამართულ აქციას აჭარის მთავრობა განცხადებით გამოეხმაურა. „მთავრობის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარში საზოგადოების მოთხოვნის შემთხვევაში სამომავლოდ კონსერვაციის გეგმის შესაძლებლობაზეც ისაუბრა, თუმცა მიმდინარე წლის ბიუჯეტით ეს ვერ იქნება გათვალისწინებული. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია აქციის ფორმა მოწოდებით „ბულვარი კვლავ საფრთხეშია“, მაშინ, როცა მთავარი მოთხოვნები უკვე გათვალისწინებულია“ – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ …

მოძრაობა „დაიცავი ძველი ბულვარი“ არჩილ ხაბაძეს მიმართავს

18 თებერვალს სასტუმრო „ჰილტონში” „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინიციატივით გამართულ დისკუსიაზე – „ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არსებული გამოწვევები”, საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი“ მიმართვა გაავრცელა. საინიციატივო ჯგუფი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს მიმართავს. საინიციატივო ჯგუფის მიმართვა დისკუსიაზე ჯგუფის წევრმა, ნანა მეგრელიძემ გააჟღერა. „ვფიქრობთ, მხოლოდ „შპს ლიმტომთან“ მიღწეული შეთანხმება არაა საკმარისი ბათუმის …

Exit mobile version