ბათუმში გაიმართება შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან

შაბათს, 24 აგვისტოს, „სულაკაურის გამომცემლობა“ მწერალ დათო ტურაშვილთან მართავს შეხვედრას ბათუმში. დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართება კაფე „დელირიაში“, ყაზბეგის #8-ში. შეხვედრა დაიწყება 19 საათზე და მასზე დასწრება თავისუფალია. „სულაკაურის გამომცემლობა“ საინტერესო შეხვედრის მონაწილეებს დათო ტურაშვილის წიგნებზე ფასდაკლებას ჰპირდება. შეხვედრა იმართება გამომცემლობის კამპანიის – „წიგნები ზაფხულში“ ფარგლებში. კამპანიის მიმდინარეობისას ქართველი მკითხველის საყვარელი ავტორები რეგიონებს ესტუმრებიან. პროექტი ხორციელდება …

დათო ტურაშვილი: იბრძოლეთ, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად

„ბეტონის ჯუნგლები“, „ცემენტქალაქობა“, „ნუ ჩაგვაბეტონებთ“, „ისტორიული ზონა“, „რას ვზეიმობთ“, „ბეტონყმობა“ – ამ ტრანსპარანტებით გამოვიდა 28 აპრილს, „ბათუმობას“, ახალგაზრდების ჯგუფი ბათუმში, ევროპის მოედანზე. ახალგაზრდების აქციას გამოეხმაურა მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც „წიგნის კუთხეში“ შეკრებილი პირებისათვის ლექციას მართავდა. „არ დაგემართოთ ის, რაც ჩვენ დაგვემართა, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად. შეინარჩუნეთ, იმიტომ, რომ ჩვენ დავკარგეთ, ვერ შევძელით. …

4 ოქტომბერს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, 4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტის 328-ე აუდიტორიაში გაიმართება მწერალ დათო ტურაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრა ტარდება ლიტერატურული კონკურსის – „შემოდგომის ლეგენდა“ – ფარგლებში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია. კონკურსში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან. კონკურსში სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ. კონკურსი სამ ეტაპად …

დათო ტურაშვილის შეხვედრა საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან

მწერალი დათო ტურაშვილი დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმში საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა შედგა პროექტის ფარგლებში – „მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რეგიონებში ახალგაზრდების ინფორმირებას ევროპული ღირებულებებისა და კულტურის შესახებ. დათო ტურაშვილმა შეხვედრის დასაწყისში თავის წიგნებზე ისაუბრა, მათ შორის, „სხვა ამსტერდამსა“  და „ჯინსების თაობაზე“. სტუდენტებმა მოჰყვა „ჯინსებს თაობის“ განხილვისას დისკუსია გამართეს. სტუდენტების ერთი ჯგუფის აზრით, …

დათო ტურაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია „წიგნები ბათუმში“

24 მარტს, 19:00 საათზე, მაღაზიაში – “წიგნები ბათუმში” დათო ტურაშვილის ახალი წიგნის – „სხვა ამსტერდამის“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებს თავად ავტორი. მკითხველს შესაძლებლობა ექნება დაუსვას მას კითხვები და  გამოართვას ავტოგრაფი.  

პრესკაფე მუშაობას აჩერებს

 

ვისაც ბათუმში მდებარე პრესკაფე გიყვართ, შეიარეთ – 15 დეკემბერი პრესკაფეში ბოლო სამუშაო დღეა.

Exit mobile version