ქვეყნის სისუსტის პროპაგანდა არის დაუშვებელი დანაშაული – უსუფაშვილი

დღეს, 14 მარტს, საქართველოს პარლამენტის წევრმა „ლელოდან“, დავით უსუფაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, რომ დაუშვებელია ქვეყნის თავდაცვის სისუსტის პროპაგანდა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. „საქართველომ არ უნდა დაუშვას ომში ჩართვა, საქართველომ თავიდან უნდა აიცილოს ომი, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამავდროულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო მზად იყოს თავდასხმის მოგერიებისთვის, ქვეყნის დაცვისთვის, იმისთვის, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, რისთვისაც შეიარაღებული ძალები გვყავს. …

უსუფაშვილი: სირცხვილის დერეფნის მოწყობა სახელმწიფოებრივი უკულტურობის ნიშანი იქნება

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტიკური გაერთიანება „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნის მოწყობა, „სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება“. „სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება… არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც, ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს. ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა …

„რაც მეტს ილაპარაკებს ვინმე საქართველოდან თუ ვინ დაიწყო ომი, მით მეტ ასეთ ჩხვლეტებს მივიღებთ“

დავით უსუფაშვილი, პოლიტიკოსი:  „რაც მეტს ილაპარაკებს თუ კითხვით ნიშნის ქვეშ დააყენებს ვინმე საქართველოდან საკითხს იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი და ვინაა დამნაშავე იმაში, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, მით მეტ ასეთ ჩხვლეტებს მივიღებთ. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ რუსეთთან და მის დღევანდელ ლიდერთან შერიგებაზე და მორიგებაზე საუბარი არის მხოლოდ სისუსტის დემონსტრირება, რომელსაც ის იყენებს …

ვინ ითხოვს ამჯერად „სამართლიანობის აღდგენას“ – როგორ შეიცვალა წინასაარჩევნო გზავნილები

„სამართლიანობის აღდგენას“ ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჰპირდება ამომრჩეველს. ეს სლოგანი 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. ბოლო წლების განმავლობაში „ოცნების“ ხელისუფლებას ამ დაპირების შეუსრულებლობა არაერთხელ შეახსენეს. დღეს „ოცნებისგან“ მხარდაჭერილი კანდიდატი „სამართლიანობის აღდგენას“ აღარ ახსენებს. რა ჩანს დაპირებებიდან, რომლებიც ტელევიზორიდან გვესმის? პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო გზავნილებიდან იოლია დაინახო, რომელი პოლიტიკური პლატფორმიდან გვესაუბრება კანდიდატი. „ბათუმელებმა“ პრეზიდენტობის …

გიორგი მასალკინი: არ არის გამორიცხული მეც დავტოვო პარტია

„ის რაც თქვა დავით უსუფაშვილმა, მეც ასე ვფიქრობ. ანუ, დაგროვდა გარკვეული შიდა პრობლემები, მენეჯმენტური, პრაქტიკული ხასიათის და არჩევნების შემდეგ ეს პრობლემები იჩინეს თავი. ამიტომ ახლა ყველა პარტიის წევრი დადგება არჩევანის წინაშე.“ „ბათუმელების“ კითხვაზე, თქვენც ხომ არ ფიქრობთ პარტიის დატოვებას პარტიის ლიდერის შემდეგ? გიორგი მასალკინი გვეუბნება, რომ დავით უსუფაშვილის განცხადების შემდეგ, ის დგას არჩევანის წინაშე. „მე უკვე …

Exit mobile version