განათლების სამინისტრომ პირველ კლასში შესატანი ქართული ენის სახელმძღვანელოების რამდენიმე ვარიანტიდან გრიფი მხოლოდ ერთს მიანიჭა. როგორც მასწავლებლები ამბობენ, გრიფირებაზე ცხრამდე სახელმძღვანელო იყო წარდგენილი, თუმცა სამინისტრომ მასწავლებლებს არჩევანის საშუალება არ მისცა. გრიფირებულ სახელმძღვანელოს ოთხი ავტორი ჰყავს – როდონაია, მირიანაშვილი, ვაშაკიძე და ხაჭაპურიძე. რა შეთავაზებები ჰქონდათ მანამდე სკოლებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ გორის №8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის …
Tag Archives: გრიფირებული სახელმძღვანელოები
„იდეალური ცოლი და ქმარი“ – ტესტი სასკოლო სახელმძღვანელოში
როგორია „იდეალური ცოლი“ და „იდეალური ქმარი“? – ეს არის ტესტი მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების წიგნიდან. სახელმძღვანელოს სამი ავტორი ჰყავს – თამარ მეიფარიანი, ირინე ვადაჭკორია და ლელა მიქიაშვილი. წიგნი „საქართველოს მაცნემ“ გამოსცა. იმისათვის, რომ მოსწავლემ გაარკვიოს, ჯდება თუ არა „იდეალური“ ცოლის ან ქმრის კრიტერიუმში, 5 ქვეკითხვას უნდა გასცეს პასუხი. პირველი კითხვა – გათხოვებას, ცოლის თხოვას ისურვებდით: …
Continue reading “„იდეალური ცოლი და ქმარი“ – ტესტი სასკოლო სახელმძღვანელოში”
ღორჯომი ზემო იმერეთია? – შეცდომა ისტორიის გრიფირებულ სახელმძღვანელოში
„მიწის დამუშავება ხარებით ზემო იმერეთში“ – ასეა აღწერილი ფოტო მეხუთე კლასის ისტორიის მოსწავლის წიგნში, თუმცა ფოტო არა ზემო იმერეთში, არამედ ხულოში, სოფელ ღორჯომშია გადაღებული 2014 წლის გაზაფხულზე, „ბათუმელების“ რეპორტიორის, მანანა ქველიაშვილის მიერ. მეხუთე კლასის ისტორიის მოსწავლის წიგნი გრიფირებული სახელმძღვანელოა. იგი გამომცემლობა „კლიომ“ გამოსცა 2018 წელს. როგორ აღმოჩნდა აჭარაში, ღორჯომში გადაღებული ფოტო ზემო იმერეთის ილუსტრირებისთვის საავტორო …
Continue reading “ღორჯომი ზემო იმერეთია? – შეცდომა ისტორიის გრიფირებულ სახელმძღვანელოში”
მდებარეობს თუ არა ენგურჰესი სვანეთში? – შეცდომა გრიფირებულ სახელმძღვანელოში
ახალი სახელმძღვანელო – „ჩემი საქართველო“, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, რაც სკოლაში შევიდა, უკვე მოექცა ყურადღების ცენტრში. სოციალურ ქსელში გავრცელდა სახელმძღვანელოში დაბეჭდილი ერთ-ერთი საგაკვეთილო მასალის ფოტოები, სადაც წერია, რომ „სვანეთში ბევრი ხეობა და მდინარეა. საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი, სწორედ სვანეთის ტერიტორიაზე, მდინარე ენგურზე მდებარეობს“. „ასე ასწავლიან საქართველოს ისტორიას?“ – წერენ სოციალურ ქსელში. კომენტარების ავტორების აზრით, სახელმძღვანელოში …
Continue reading “მდებარეობს თუ არა ენგურჰესი სვანეთში? – შეცდომა გრიფირებულ სახელმძღვანელოში”