აჭარაში H1N1-ის შემთხვევებმა იკლო

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ჩანს, რომ აჭარაში H1N1-ის შემთხვევების სტატისტიკამ იკლო. ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, გასული კვირის მონაცემებით შემთხვევთა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე არის 230, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევთა რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული წინა კვირებთან შედარებით. „ასევე, შემცირებულია მძიმედ მიმდინარე გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევაში ჰოსპიტალიზების შემთხვევები და 12,4 …

21 იანვარს სწავლა განახლდება – როგორ დავიცვათ ბავშვები გრიპისა და წითელას ვირუსისგან

საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება. H1N1 ვირუსის გავრცელების გამო სწავლა განათლების სამინისტრომ ერთი კვირით გადადო და ნაცვლად 15 იანვრისა, სწავლა 21 იანვარს განახლდება. დღეს, 18 იანვარს, საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციები დაუგზავნა, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სწავლის დაწყების დროს. სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, რომ სასწავლო პროცესის დაწყებამდე შენობები სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაონ. „ამასთან, …

სამინისტრო: გრიპის სეზონის გამო პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ეპიდსიტუაციის გამო, მომდევნო შაბათ-კვირას და ასევე 7 იანვარს [შობას ნაწილობრივი შეზღუდვით] პირველადი ჯანდაცვის ცენტრები მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ. ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებით უკვე მიიღეს პრეპარატი „ტამიფლუ“. სამინისტრო ასევე გთავაზობთ იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, ვისზეც პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა. შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით აჭარაში ოთხი …

Exit mobile version