აჭარაში ფესტივალების ჩასატარებლად სამინისტრო 381 300 ლარს დახარჯავს

აჭარის ტერიტორიაზე ფესტივალების ჩასატარებლად კონკურსი გამოაცხადა აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ. საგრანტო კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი 381 300 ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, ცალკეულ პროექტზე 60 000 ლარი გრანტის გაცემაა შესაძლებელი. განაცხადების მიღება  უკვე დაწყებულია, ბოლო ვადა 2020 წლის 6 მარტის 15:00 საათამდეა. კონკურსის პირობებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ვებგვერდზე.

ვისგან შეუძლიათ გრანტის მიღება მუნიციპალიტეტებს მთავრობის შუამდგომლობის გარეშე

მუნიციპალიტეტებს მიეცათ ნებართვა, მიიღონ გრანტი ისე, რომ არ დასჭირდებათ საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი მიმართვა შუამდგომლობისთვის გრანტის მისაღებად. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ამ ნებართვით მუნიციპალიტეტი ისარგებლებს, თუ საგრანტო ხელშეკრულებით მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება [ფულადი თუ ნატურალური ფორმით] არ აღემატება გრანტის ოდენობას. ამასთან, აუცილებლად იმ შემთხვევაში, თუ გრანტის გამცემ[ებ]ი არიან: [checklist] გაერთიანებული ერების ორგანიზაცია [UN] ან/და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა [UNDP]; …

სამი აბიტურიენტი ხულოდან 100%-იანი დაფინანსებით

ხულოს რესურსცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე სრული სასწავლო დაფინანსება ხულოს მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ სამმა სტუდენტმა მიიღო. დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიკა ქათამაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო. მარიკა უნივერსიტეტში არაბისტიკას შეისწავლის. „ძალიან მაინტერესებს აღმოსავლეთის ქვეყნები და მათი კულტურა“, – გვეუბნება ის. მარიკა ამბობს, რომ ხულოში რეპეტიტორთან სამ საგანში – ზოგად უნარებში, ქართულსა და …

ვის შეუძლია მიიღოს 50 ათასი ლარი – კონკურსის დეტალები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარებისა და თანამშრომლობის კულტურის გასაძლიერებლად საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტი 50 ათასი ლარია. ვინ აქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება? საკონკურსო პირობების მიხედვით, გრანტის მოპოვება შეუძლიათ მხოლოდ არაკომერციულ იურიდიულ პირებს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. ფიზიკურ პირებს, კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. გრანტის მიმღებ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს  განათლების სფეროში …

50 ათასი ლარი დირექტორების კულტურული და პროფესიული განვითარებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს – „საჯარო სკოლების დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება.“  „საგრანტო კონკურსის მიზანია საჯარო სკოლების დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.  კონკურსის პირობების გათვალისწინებით, უნდა შეირჩეს პროფესიონალთა გუნდისგან დაკომპლექტებული ორგანიზაცია, რომელიც, ერთი მხრივ, დირექტორთა მომავალი პროფესიული საჭიროებების დადგენის მიზნით და მეორე მხრივ, პროექტის …

გამჟღავნდება თუ არა ექსპერტების ვინაობა გრანტების გაცემის დროს

„თუკი ექსპერტმა იცის ჩემი ვინაობის შესახებ, მეც უნდა ვიცოდე, ვინ წყვეტს დაფინანსდეს უნდა თუ არა ჩემი პროექტი“, – ამბობს გიორგი კრავეიშვილი. მის სარჩელს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. სადავოა მთავრობის დადგენილება „ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“. ეს სამართლებრივი აქტი გრანტის გამცემ ორგანიზაციას არ ავალდებულებს საჯარო გახადოს ჟიურის შემადგენლობა. გიორგი კრავეიშვილი მიიჩნევს, …

Exit mobile version