გონიოელების აქცია ბათუმის მერიასთან

გონიოელები საპროტესტო აქციას ბათუმის მერიასთან მართავენ. მათი ინფორმაციით, მერია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომლის მიხედვითაც მერიამ გონიოელების საქმე ინდივიდუალურად, ხელახლა უნდა შეისწავლოს. მერიას ამ დრომდე არ დაუფიქსირებია პოზიცია, ასაჩივრებენ თუ არა სასამართლოში გონიოელებთან წაგებულ საქმეს. „დღეს არის გასაჩივრების ბოლო ვადა. აქ ვიქნებით, ვიდრე არ გავიგებთ, რას აპირებს მერია. ისინი ჩვენ დაგვპირდნენ, რომ თუკი სასამართლოს მოვიგებდით, …

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბათუმში აქციის დაშლას გამოეხმაურა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 22 ივნისს, აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, „დაუყოვლებლივ დაიწყოს შიდაუწყებრივი მოკვლევა სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღდეგო ქმედებასთან დაკავშირებით და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, აჭარაში პოლიციამ მიწის მესაკუთრეებს საპროტესტო აქციის გამართვის საშუალება არ მისცა. გონიოელები წლებია მიწების დაბრუნებას ითხოვენ. სადავო მიწები გონიოში …

22 ივნისს დაკავებული გონიოელების საქმის განხილვა სასამართლოში გადაიდო

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავდა 22 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილე გონიოელების – გურამ მიქელაძისა და ენვერ ირემაძის საქმეს. პოლიციამ  აქცია გუშინ ძალის გამოყენებით დაშალა, რაშიც მონაწილეობდნენ კუნთმაგარი მამაკაცები უნიფორმის გარეშე. გუშინ არც ერთ მათგანს არ გაუცია კითხვაზე პასუხი – იყვნენ პოლიციელები თუ არა? „ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, რადგან გვინდოდა მოწმედ წარმოგვედგინა საქართველოს …

დაკავებულია აქციის სამი მონაწილე [ვიდეო]

გონიოელების აქცია მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პლიციელებს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა. პოლიციელებთან ერთად არიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულებიც, რომლებიც ჟურნალისტის კითხვაზე ხართ თუ არა პოლიციელი?; ფორმა რატომ არ გაცვიათ?- არ პასუხობენ და კამერებს ერიდებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან ვიდრე პოლიცია დაკავებულებს არ გაათავისუფლებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ …

Exit mobile version