არის თუ არა მაუწყებელში სუსი? – აჭარა TV-ს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე

გადაცემა „ეთნოფორი“ და ხელფასები – ამ თემაზე აქცენტის გადატანით დისკუსიის შეჩერება დღევანდელ სხდომაზე მრჩეველთა საბჭოს წევრმა, თამილა დოლიძემ სცადა. მრჩეველთა საბჭომ დღეს, 20 მაისს, მაუწყებლის სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. „იმ ყველაფერზე, რაც ახლა ტელევიზიაში ხდება, რეაქცია საერთოდ არ უნდა გვქონდეს? არ ფიქრობთ, რომ ეს სირცხვილია?“ – იკითხა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, გია ქარცივაძემ მას შემდეგ, როცა …

“ის გაკოტრებული ადამიანია” – აჭარის მაუწყებლის მრჩეველი სახალხო დამცველზე

„საქართველოს ჰყავს ყველაზე არაკომპეტენტური სახალხო დამცველი, რაც აქამდე ჰყოლია. მე პირადად არანაირი ნდობა ნინო ლომჯარიას მიმართ არ მაქვს. ის არც კომპეტენტურია, არც მიუკერძოებელი და არც ყველას უფლებას არ იცავს,“ – ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა საბჭოს სხდომაზე გააკეთა. „ეს ბევრჯერ დავადასტურე მე. პირველი, რაც მინდა ვთქვა, დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. …

აჭარის მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დღეს, 12 ნოემბერს [15:35], გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს. გიგა ჩხარტიშვილმა თავად შესთავაზა ბორდს  საკუთარი კანდიდატურა. კენჭისყრაზე მას კონკურენტი არ ჰყოლია. გიგა ჩხარტიშვილს ოთხი მრჩევლიდან სამმა დაუჭირა მხარი. გიგა ჩხარტიშვილი გასულ წელს აირჩიეს მრჩეველთა საბჭოს წევრად „ქართული ოცნების“ კვოტით. სწორედ მას ეკუთვნის აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების …

არჩევნები ერთი კანდიდატით და წინასწარცნობილი შედეგით

აჭარის უმაღლესმა საბჭომ წინასწარშერჩეული კანდიდატი დღეს, პირველ ნოემბერს, ფარული კენჭისყრით აირჩია – „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრი ოფიციალურად გიგა ჩხარტიშვილია. მისი ხელფასი 2625 ლარი იქნება. „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრებს უმაღლესი საბჭო ირჩევს. ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრის ასარჩევ კენჭისყრაში სული 14 დეპუტატი მონაწილეობდა. გიგა ჩხარტიშვილს 14-დან 13-მა დაუჭირა მხარი. „ქართულ ოცნებას“ უმაღლეს საბჭოში სულ 14 დეპუტატი ჰყავს, …

Exit mobile version