ბათუმში, აეროპორტის უბანში ქუჩას გია ყანჩელის სახელი მიანიჭეს

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, აეროპორტის უბანში მუხრან მაჭავარიანის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე გზის მონაკვეთს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრის, მასწავლებლის, მიხეილ შარაშიძის სახელი მიანიჭეს. გარდა ამისა, შარაშიძის ქუჩის მე-V ჩიხი ქუჩად ჩამოყალიბდა და ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის სახელი მიენიჭა. შარაშიძის ქუჩის მე-V ჩიხის ქუჩად ჩამოყალიბებისა და სახელის მინიჭების თხოვნით საკრებულოს მოქალაქეებმა მიმართეს. „ვინაიდან …

ჰააგის უძველესი ეკლესიის სამრეკლოდან გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ აჟღერდა

ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში, წმ. იაკობის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან დღეს, 4 ოქტომბერს, „ყვითელი ფოთლები“ და მელოდია ფილმ „შერეკილებიდან“ აჟღერდა – ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში. „საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში ღრმა მწუხარებას გამოხატავს დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ვიდეო თან ახლავს. კომპოზიტორი გია ყანჩელი …

შეამოწმე, როგორ გესმის ყანჩელის | ტესტი

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გუშინ, 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გააკეთე ტესტი და კიდევ ერთხელ გადაავლე თვალი მაესტროს შემოქმედებას.  

გია ყანჩელი პაუზებს შორის

„არა, ოვაციებს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,“ – მითხრა მან მტკიცედ და გაჩუმდა, ხელჯოხი ოდნავ შეაქანა და იატაკს მიაჩერდა რამდენიმე წამით. მაგიდასთან ვსხედვართ. ჰოლიდან ჩვენამდე მხოლოდ ნაბიჯების ხმა ისმის, ადამიანები მიდი-მოდიან… მერე მზერა გამისწორა. „როდესაც მთავრდება შესრულება, თითქმის ყველა ჩემი ნაწარმოები გადადის სიჩუმეში“, – განაგრძო მან კიდევ უფრო მშვიდი ხმით. – „ეს სიჩუმე გრძელდება 5 …

Exit mobile version