რატომ ებრძვის „ქართული ოცნება“ სიტყვა „გენდერს“

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონებიდან ტერმინების: „გენდერის“, „გენდერული იდენტობისა“ და „გენდერული მრავალფეროვნების“ ამოღებას. „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტერმინი „გენდერი“ ხელოვნურად იყო დანერგილი კანონმდებლობაში „უცხო ძალის“ გავლენით, ამიტომ ამ ტერმინებს „ქალი“ და „კაცი“ ჩაანაცვლებს, თუმცა სიტყვა გენდერი არ აღნიშნავს ბიოლოგიურ სქესს, გენდერი სოციალური და კულტურული ფაქტორებითაა განპირობებული. ანტიგენდერული პროპაგანდის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ცვლილებები …

„პარლამენტმა გააყალბა გენდერული თანასწორობის დოკუმენტი და მოგვატყუა“ – ინტერვიუ

„ხელისუფლება რომ გაცხადებულად გეგმავს ჰომოფობიური და ტრანსფობიური პოლიტიკის გატარებას უფრო ღიად და აგრესიულად, ამაზე მეტყველებს სტრატეგიის შეცვლილი დოკუმენტი, რომელიც უკვე დაამტკიცა მთავრობამ. ეს არის ძალიან საშიში და საგანგაშო“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის“ თანადირექტორი იდა ბახტურიძე. საუბარია გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციაზე. იდა, რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ სახელმწიფომ გენდერული თანასწორობის დოკუმენტი გააყალბა? …

სამძიმარი არ იქნება – ტრანსგენდერ ქალს ექსპერტიზის ბიუროდან სასაფლაოზე გადაასვენებენ

24 წლის ტრანსგენდერი ქალი, ლიკა, რომელიც საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვდა, გუშინ, 19 ივლისს გარდაიცვალა ბათუმის შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრში. მისი ცხედარი ბათუმის სამხარაულის ბიუროშია ექსპერტიზაზე და ოჯახის წევრის განცხადებით, ლიკას პირდაპირ ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენებენ სასაფლაოზე, სახლში მისვენების და სამძიმრის გარეშე. ლიკას ბებია ამბობს, რომ ოჯახი ნაქირავებში ცხოვრობს, გარდა ამისა, ლიკა მძიმედ იყო ავად და მისი სახლში …

ტრანსგენდერი გოგოს ტრაგედია – მამა სახლიდან გაიქცა, დედა ფსიქიატრიულში მოათავსეს

ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. 19 წლის ბექა [სახელი შეცვლილია] ტრანსგენდერი ქალია. ამის შესახებ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ღიად თქვა და პირდაპირ თურქეთში წავიდა. რამდენიმე დღეში გაიგო, რომ მამა სახლიდან გაიქცა, დედა – ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. „მებაჟეები გაფრთხილებული არიან, რომ საბაჟოზე არ შემოუშვან. ეს უნდა იცოდეს მან,“ – ეს ქობულეთში მცხოვრებმა გვითხრა, რომელიც ბექას ოჯახის …

Exit mobile version