გახარიას პარტიის წევრი ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის

გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მისი თქმით, იგი საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. „საჯარო პოლიტიკასა და პოლიტიკურ საქმიანობაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, ახალი წლის დადგომასთან ერთად, უკვე საჯაროდაც ვხურავ ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპს და საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში ვგეგმავ. მადლიერი ვარ იმ უდიდესი გამოცდილებისთვის, პასუხისმგებლობისა და ნდობისთვის, რაც საქართველოს …

აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიას ტოვებს – „ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკას“

აკაკი გვიანიძე ტოვებს პარტიას – „გახარია საქართველოსთვის“. პარტიული პოლიტიკის დასრულების შესახებ მან ფეისბუქპოსტში დაწერა. აკაკი გვიანიძე პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრი იყო. საკრებულოს წინა მოწვევის მანდატი დღეს, 30 ოქტომბერს, ამოიწურა. აკაკი გვიანიძე ფეისბუქში წერს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს გახარიას პარტიის საპარლამენტო სიასაც. „დიდი პატივი იყო მემსახურა საკრებულოში ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესების სასიკეთოდ, …

„ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის წევრებს მანდატები შეუწყვიტა „არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო“. პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა გახარიას პარტიის ყველა წევრს: გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, პარტიამ – …

ესმით, რომ დგებუაძის ქმედებაც და შემდგომი „მეტკინაც“ არის პოლიციის სირცხვილი – მეზვრიშვილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქზე განმარტავს, რატომ მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარი და რეჟიმის მსხვერპლია. „როცა „ოცნებისგან“ „არგუმენტად“ მოისმენთ, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელს თავს დაესხა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეჟიმი ამით უბრალოდ ცდილობს მზია ამაღლობლის დაცვის კომპლექსი შეგიქმნათ და მისი უკანონო დასჯა გაამართლოს. იშვიათად მეგულება პოლიციის ჩემნაირი დამცველი და გულშემატკივარი. ბევრჯერ გავმხდარვარ ამის …

რას ჰპირდება გახარიას პარტია პენსიონერებს

„პენსიის გაზრდა 200 ლარით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში“, – ეს წინასაარჩევნო დაპირება პოლიტიკურ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეკუთვნის. როგორ და რა სახსრებით აპირებს გახარიას პარტია პენსიის გაზრდას, „ბათუმელები“ ამ საკითხზე გახარიას პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, ბექა ლილუაშვილს ესაუბრა. ბატონო ბექა, რას ჰპირდება პენსიონერ ამომრჩეველს „გახარია საქართველოსთვის“? „გახარია საქართველოსთვის“ აქვს წინასაარჩევნო პროგრამა ხანდაზმული მოქალაქეების მხარდაჭერის მიმართულებით. ჩვენ ხელისუფლებაში …

ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური გახარიას პარტიიდან გარიცხეს

პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიიდან გარიცხა ორი წევრი – ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური და ქობულეთის საკრებულოს წევრი, შოთა გოგიტიძე. ამის შესახებ განცხადება პარტიამ დღეს, 26 ოქტომბერს, გამოაქვეყნა. პარტიამ ყოფილ წევრებს მმართველი პარტიის მიერ „მოსყიდული და გადაბირებული“ უწოდა. „ქართული ოცნება“ კვლავ განაგრძობს ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით მიზანმიმართულ ბრძოლას. პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს მიტაცებულ …

ბათუმში გახარიას პარტიის წევრმა ნინო ბაციაშვილმა საკრებულო დატოვა

ბათუმის საკრებულოს წევრმა გიორგი გახარიას პარტიიდან – „საქართველოსთვის“ ნინო ბაციაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ის ბათუმის საკრებულოს ტოვებს, თუმცა პარტიიდან არ მიდის. ჭადრაკში დიდოსტატი ბაციაშვილი ამბობს, რომ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ქვეყანას ტოვებს. „ვიცი, ბევრისთვის მოულოდნელობა იყო ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა და ასევე მოულოდნელი იქნება ის გადაწყვეტილება, რაზეც ახლა მოგახსენებთ. თუმცა ჩემი, …

როგორ ხსნიან ბათუმში გახარიას პარტიიდან 14 წევრის წასვლას – „ოცნების“ ხელწერა უცვლელია“ 

14 წევრის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვებაზე, კომენტარი დღეს 22 იანვარს გააკეთა გიორგი გახარიას რეგიონულმა ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ. „ბათუმელებს“ ირაკლი მიქელაძემ უთხრა, რომ ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პარტიის დატოვებაზე განაცხადეს, დიდი ხანია პარტიის წევრები აღარ არიან. „ოცნების“ ხელწერა უცვლელია. ეს იყო მათი დაგეგმილი და ამ ადამიანების ბრალდებებიც იმ კამპანიის გაგრძელება იყო, რაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა …

რატომ დატოვა გახარიას პარტია ბათუმში 14-მა წევრმა

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია – „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის 14-მა წევრმა დატოვა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მათ დღეს, 21 იანვარს განაცხადეს. პარტიის წევრებმა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქელაძე პარტიაში განხილვის გარეშე, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებში და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. გადაწყვეტილების შესახებ პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა განცხადებაც გაავრცელეს. პარტიის ყოფილი წევრები ირწმუნებიან, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ ირაკლი …

Exit mobile version