დღეს ბათუმში შესაძლოა ქარი გაძლიერდეს – ჰიდრომეტეოროლოგების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარის სანაპიროზე დღეს, 7 აპრილს, საღამოს 21 საათამდე შესაძლოა ქარი გაძლიერდეს. ობსერვატორიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მახლობლად, თურქეთის ტერიტორიაზე, ქარის სიჩქარემ 18 მ/წამს უკვე გადააჭარბა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ქარი აჭარის ტერიტორიაზეც 18-23 მ/წმ-მდე გაძლიერდეს. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 7 აპრილის 21 საათიდან 8 აპრილის 21 …

ჯანმო ევროპის ქვეყნებს – მზად უნდა ვიყოთ შეზღუდვების კვლავ გასამკაცრებლად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგერი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ კონტინენტი კვლავ კოროვირუსული პანდემიის “მძლავრი მარწუხების ქვეშ” რჩება, მაშინ როცა რეგიონის ქვეყნების დაახლოებით მეოთხედი შეზღუდვების შემსუბუქებასა და მოხსნას აპირებს. „დღეს მსოფლიოში ევროპის რეგიონებზე მოდის ინფიცირების 46%, ხოლო სიკვდილიანობის – 63%“, – განაცხადა ჰანს კლუგერმა. კლუგერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში, სოციალური დისტანცირების  დაწესების …

სააგენტო: დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს, რომ 28 ივნისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. 28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში 28 ივნისიდან 3 ივლისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36, +41 გრადუსია მოსალოდნელი.   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის …

უსაფრთხოების დაცვის მიზნით ენერგო-პრო ჯორჯია მოსახლეობას მიმართავს

ტურისტულ სეზონზე, დამსვენებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად,  განსაკუთრებით აქტუალური ხდება უსაფრთხოების წესები, რომლებიც დაცული უნდა იყოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების, ქვესადგურების თუ ნებისმიერი სხვა ენერგოობიექტის სიახლოვეს. ამიტომ „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას აფრთხილებს: ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს, შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები. მოსახლეობისთვის დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, …

Exit mobile version